ნიკოლაუს სტენო
დანიელი ბუნებისმეტყველი / From Wikipedia, the free encyclopedia
ნიკოლაუს სტენო (აგრეთვე ცნობილი როგორც, ნილს სტენონი, სტენსენი; დან. Niels Stensen, ინგლ. Nicolas Steno, ლათ. Nicolaus Stenonis; დ. 11 იანვარი, 1638, კოპენჰაგენი — გ. 5 დეკემბერი [ძვ. სტ. 25 ნოემბერი], 1686, შვერინი) — დანიელი ბუნებისმეტყველი. მოღვაწეობდა ანატომიაში, პალეონტოლოგიასა და გეოლოგიაში. სტენო გეოლოგიისა და სტრატიგრაფიის მამამთავარია.[8]
ნიკოლაუს სტენო | |
---|---|
დაბ. თარიღი | 11 იანვარი, 1638(1638-01-11)[1] [2] [3] [4] [5] [6] |
დაბ. ადგილი | კოპენჰაგენი[1] |
გარდ. თარიღი | 5 დეკემბერი, 1686(1686-12-05)[1] [2] [3] [5] (48 წლის) |
გარდ. ადგილი | შვერინი[1] |
დასაფლავებულია | სან-ლორენცოს ბაზილიკა |
მოქალაქეობა | დანია |
საქმიანობა | ანატომი, პალეონტოლოგი, ექიმი, გეოლოგი, კათოლიკე მღვდელი[7] , კრისტალოგრაფი და Catholic bishop[7] |
ალმა-მატერი | კოპენჰაგენის უნივერსიტეტი |
1656-1659 წლებში სწავლობდა კოპენჰაგენის უნივერსიტეტში (არ დაუმთავრებია), შემდეგ (1659-1660) – ამსტერდამში. მუშაობდა ლეიდენში, პარიზში, რომში, ფლორენციაში და სხვა. ადამიანის ანატომიის შესწავლის დროს აღმოაჩინა ყბაყურის სადინარი (1660), რომელსაც მისი სახელი ეწოდა; აღწერა კუნთების გასწვრივბოჭკოვანი აგებულება და შეეცადა აეხსნა კუნთების შეკუმშვის მექანიზმი (1664); ცხადყო ძუძუმწოვრებისა და კვერცხისმდებელი ცხოველების საკვერცხეების მსგავსება (1667).
გეოლოგიაში სტენო გეოტექტონიკის ერთ-ერთ ფუძემდებელია. კრისტალოგრაფიაში დაადგინა კუთხეთა მუდმივობის კანონი; აღწერა ალმასის, კვარცის და მარკაზიტის კრისტალები. მასვე ეკუთვნის შრეთა წარმოქმნის თანამიმდევრობის კანონი სტრატიგრაფიაში; სტენომ დაამტკიცა, რომ დანალექი ქანების დახრილი განლაგება მეორეულია და დაასაბუთა ქანების უთანხმო განლაგების მნიშვნელობა.
სტენოს სახელი ეწოდა მინერალს — სტენონიტი.