ნასტია ლიუკინი
From Wikipedia, the free encyclopedia
ანასტასია „ნასტია“ ლიუკინი (რუს. Анастасия "Настя" Валерьевна Люкина; დ. 30 ოქტომბერი, 1989) — რუსი-ამერიკელი ყოფილი სპორტული ტანმოვარჯიშე. 2008 წლის ოლიმპიური თამაშების „all-around“ ინდივიდუალური ღონისძიების ჩემპიონი, 2005 და 2007 წლების მსოფლიო ჩემპიონატების გამარჯვებული „balance beam“ ღონისძიებაში და 2005 წლის მსოფლიო ჩემპიონი „uneven bars“ ღონისძიებაში. „All-around“ ღონისძიებაში აშშ-ის ნაციონალური ჩემპიონატის ოთხგზის გამარჯვებული — ორჯერ უმცროსთა შორის და ორჯერ უფროსთა შორის. მსოფლიო ჩემპიონატის 9 მედლით, მათ შორის 7 ინდივიდუალური მედლით, შენონ მილერთან ერთად აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა შორის ამ მაჩვენებლებით მესამე ადგილზეა.[3]
ნასტია ლიუკინი | |
---|---|
ლიუკინი 2009 წლის თებერვალში | |
სრული სახელი | ანასტასია ვალერიევნა ლიუკინი |
მეტსახელ (ებ) ი | ნასტია |
ქვეყანა (სპორტი) | აშშ |
დაიბადა |
30 ოქტომბერი, 1989 (1989-10-30) (34 წლის) მოსკოვი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი |
საცხოვრებელი ადგილი | პარკერი, აშშ |
სიმაღლე | 1,60 მ.[1] |
წონა | 50 კგ. |
დისციპლინა | ქალთა მხატვრული ტანვარჯიში |
დონე | უფროსთა შორის საერთაშორისო ელიტური |
ეროვნულ ნაკრებში | 2002-2009, 2011-2012[2] |
მწვრთნელ(ებ)ი | ვალერი ლიუკინი |
ასისტენტი მწვრთნელ(ებ)ი | ნატალია მარაკოვა |
ყოფილი მწვრთნელ(ებ)ი |
ანნა ლიუკინი ჯო დრეიკი |
ქორეოგრაფი | ნატალია მარაკოვა |
მუსიკა | Variations on Dark Eyes |
კარიერა დაასრულა | 2 ივლისი, 2012 |
ლიუკინი აშშ-ის ტანვარჯიშის ეროვნული ნაკრების ძირითადი წევრი იყო. მან ქვეყანა სამჯერ მსოფლიო ჩემპიონატზე და ერთხელ ოლიმპიურ თამაშებზე წარადგინა. 2011 წელს ლიუკინმა განაცხადა, რომ ტანვარჯიშს უბრუნდებოდა იმ იმედით, რომ მეორე ოლიმპიურ გუნდში მოხვდებოდა.[4] წინაოლიმპიურ ღონისძიებებში რიგი ჩავარდნების შემდეგ, ლიუკინი ოლიმპიურ გუნდში ვერ მოხვდა და 2012 წელს ტანვარჯიშიდან საბოლოოდ წავიდა.