ნარცისული პიროვნების აშლილობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ნარცისული პიროვნების აშლილობა (ნპა) არის პათოლოგიური ქცევის ხანგრძლივი მოდელი, რომელიც ხასიათდება გაზვიადებული საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებით, აღტაცების გადაჭარბებული მოთხოვნილებით და სხვა ადამიანების გრძნობების გაგების შემცირებული უნარით.[1][2] ნპა-ს მქონე ადამიანები ბევრ დროს უთმობენ ძალაუფლებაზე, წარმატებაზე ან თავიანთ გარეგნობაზე ფიქრს. ისინი ხშირად იყენებენ მათ ირგვლივ მყოფ ადამიანებს. მსგავსი ტიპის ქცევა იწყება ადრეული მოზარდობის პერიოდიდან და ვლინდება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სიტუაციაში.
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
ნარცისული პიროვნების აშლილობა | |
---|---|
ნარცისი წყალში საკუთარ გამოსახულებას უყურებს | |
დარგი | ფსიქიატრია |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
ICD-10 | F60.8 |
ICD-9 | 301.81 |
MedlinePlus | 000934 |
MeSH | D001883 |
ჩვენთვის უცნობია თუ რა იწვევს ნარცისული პიროვნების აშლილობას.[3] იგი განეკუთვნება პიროვნებათა აშლილობის კლასს და დიაგნოსტიკურ-სტატისტიკურ სახელმძღვანელოში B კლასტერში შედის.
ამ პათოლოგიის მკურნალობა არ არის კარგად შესწავლილი. თერაპია ხშირად რთულია, რადგან ნპა-ს მქონე პირებს იშვიათად ჰგონიათ, რომ პრობლემა მათშია. ეს მდგომარეობა პირველად 1925 წელს რობერტ ვაელდერმა აღწერა, სახელი, რომლითაც მას დღეს მოვიხსენიებთ 1968 წელს.[4] რწმენის თანახმად ეს პათოლოგია მოსახლეობის 1% აქვს. ასევე, ნპა უფრო ხშირია მამაკაცებში ვიდრე ქალებში.