ნამიბის უდაბნო
From Wikipedia, the free encyclopedia
ნამიბის უდაბნო — უდაბნო აფრიკაში, ნამიბიისა და ნაწილობრივ ანგოლის ტერიტორიაზე. წარმოადგენს ნამიბ-ნაუკლუფტის ეროვნული პარკის ნაწილს.სახელი მომდინარეობს ნამას ენიდან და ნიშნავს „ვრცელ ადგილს“. ბოლო 55 მლნ წლის მანძილზე, ეს ადგილი გაუსაძლისად მშრალი და გვალვიანია.[1] მიჩნეულია მსოფლიოს ყველაზე ძველ უდაბნოდ.
სწრაფი ფაქტები ნამიბის უდაბნო, ქვეყანა ...
ნამიბის უდაბნო | |
---|---|
ქვეყანა | {{{ქვეყანა}}} |
ფართობი | 80,900 კმ² კმ² |
ტიპი | ქვიშიანი |
დახურვა
ნამიბის უდაბნო სამხრეთ აფრიკის პლატფორმის ერთ-ერთ ფიზიოგრაფიულ რეგიონს წარმოადგენს და გადაჭიმულია 80,900 კმ²-ზე.
უდაბნოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია მცენარეთა და ცხოველთა რამდენიმე სახეობა, რომელთაგან ზოგი ენდემურია და აქ არსებული სპეციფიკური კლიმატისადმი მაღალი შეგუებულობით ხასიათდება.