მშვიდობიანი რევოლუცია
From Wikipedia, the free encyclopedia
მშვიდობიანი რევოლუცია (გერმ. Friedliche Revolution) იყო სოციოპოლიტიკური ცვლილების პროცესი, რამაც განაპირობა აღმოსავლეთ გერმანიის საზღვრების გახსნა დასავლეთთან, გერმანიის სოციალისტური ერთობის პარტიის (SED) პოლიტიკური დასრულება გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში (აღმოსავლეთ გერმანია), რამაც საბოლოოდ შექმნა ხელსაყრელი გარემო საპარლამენტო დემოკრატიაზე გადასვლისათვის. ამ ყველაფრის ერთობლიობამ კი გამოიწვია გერმანიის გაერთიანება 1990 წლის ოქტომბერში. ეს ყველაფერი განხორციელდა არაძალადობრივი ინიციატივებისა და დემონსტრაციების საშუალებით. ცვლილების ამ პერიოდს გერმანულად ასევე უწოდებენ Die Wende („გარდამტეხი წერტილი“).
ეს მოვლენები მჭიდრო კავშირში იყო საბჭოთა კავშირის ლიდერ - მიხაილ გორბაჩოვის გადაწყვეტილებასთან, რომლის მიხედვითაც საბჭოთა კავშირს უნდა დაევიწყებინა აღმოსავლეთ ევროპაში ჰეგემონობის სურვილი, ასევე, ხელი უნდა აეღო რეფორმისტულ მოძრაობებზე, რომლებიც გავრცელებული იყო აღმოსავლეთის ბლოკის ქვეყნებში. საბჭოთა კავშირის საგარეო პოლიტიკაში ცვლილებების მიზეზებს ემატებოდა ისიც, რომ გდრ-ს ჰქონდა გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანობის ნაკლებობა. აგრეთვე, მასე ჰქონდა მკვეთრად მზარდი ეროვნული ვალი, რამაც საბოლოოდ დააჩქარა სოციალისტური ერთობის პარტიის მმართველობის ქვეშ მყოფი ცალმხრივი სახელმწიფოს დესტაბილიზაცია.
გდრ-ის შიგნით მიმდინარე რეფორმებში მონაწილეობას იღებდნენ ინტელექტუალური და საეკლესიო მოღვაწეები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში იმყოფებოდნენ მიწისქვეშა ოპოზიციაში. ხალხი, რომელიც აქამდე ცდილობდა ქვეყნიდან გაქცევას, რადგან აღარ ჰქონდათ ძალა მშვიდობიანი დემონსტრაციებისთვის. ისინი აღარ იყვნენ მზად ძალადობისა და რეპრესიების საფრთხის წინაშე.