მონა ლიზა
From Wikipedia, the free encyclopedia
მონა ლიზა (იტალ. Mona Lisa), აგრეთვე ცნობილი, როგორც ჯოკონდა (იტალ. La Gioconda) — ლეონარდო და ვინჩის შესრულებული პორტრეტი, რომელიც შექმნილია დაახლოებით 1503 წელს. იგი მსოფლიოში ხელოვნების დარგში ყველაზე ცნობად ნამუშევარს წარმოადგენს.[1] მიეკუთვნება აღორძინების პერიოდს. ის ასევე გინესის რეკორდის მფლობელია, როგორც ყველაზე ძვირად დაზღვეული ხელოვნების ნიმუში, რომლიც 1962 წელს 100 მილიონ დოლარად დააზღვიეს,[2] ხოლო 2017 წელს დაზღვევის ღირებულებამ დაახლოებით 800 მილიონ დოლარს მიაღწია.
მონა ლიზა | |
---|---|
Mona Lisa, La Gioconda | |
ავტორი | ლეონარდო და ვინჩი |
წელი | 1503 - 1506 |
კატალოგი | 22, 7 და XXV |
ტიპი | ზეთი, ალვის ხის დაფა |
სიმაღლე | 77 სმ |
სიგანე | 53 სმ |
ქალაქი | პარიზი |
მუზეუმი | ლუვრი |
მიიჩნევა, რომ ის ლიზა დელ ჯოკონდოს (ფრანცისკო დელ ჯოკონდოს მეუღლის) პორტრეტია. ნახატი შესრულებულია ზეთის საღებავებით ალვის ხის დაფაზე 1503 - 1506 წლებში. ნახატი ფრანსუა I-მა შეიძინა და ახლა საფრანგეთის საკუთრებას წარმოადგენს. ნახატი 1797 წლიდან მუდმივ კომპოზიციაში, გამოფენილია ლუვრის მუზეუმში (პარიზი, საფრანგეთი).[3]