მომხმარებელი:Lasha-george/სავარჯიშო 1
From Wikipedia, the free encyclopedia
იბერიის მეფეთა სია საბოლოოდ დაზუსტებული არ არის. ბევრი ისტორიკოსი და გენეალოგი (ვახუშტი ბატონიშვილი, თეიმურაზ ბატონიშვილი, სერგი გორგაძე, პავლე ინგოროყვა) არ ეთანხმება „ქართლის ცხოვრების“ (XII საუკუნე) ორიგინალურ წყაროს და საკუთარ ვერსიას გვთავაზობს. პავლე ინგოროყვას „ძველი ქართული მატიანე «მოქცევაჲ ქართლისაჲ» და ანტიკური ხანის იბერიის მეფეთა სია“ მცდელობაა „მოქცევაჲ ქართლისაჲ“-ს დაზიანებული ადგილების აღდგენისა.[1]
უძველესს ჩვენს დრომდე მოღწეულ ქართულ მატიანეში, რომელსაც ეწოდება „მოქცევაჲ ქართლისაჲ“, მოიპოვება მთლიანი ნუსხა ანტიკური ხანის იბერიის მეფეებისა — «მეფენი ქართლს შინა წარმართნი». ეს სია ძირითადად მოიცავს ექვს საუკუნეს, დაწყებული ალექსანდრე მაკედონელის ეპოქიდან — ვიდრე IV საუკუნის დასაწყისამდე ჩვენი წელთაღრიცხვისა.
დასახელებული სია, მთლიანად აღებული, დღემდე არ ყოფილა საფუძვლიანი მეცნიერული განხილვის, პრეციზული მეცნიერული კრიტიკის საგანი. შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ისტორიოგრაფიაში ეს სია დღემდე დევს როგორც უქმი, გამოუყენებელი მასალა. სინამდვილეში კი «მოქცევაჲ ქართლისაჲ»-ს ეს სია წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვანს ისტორიულ დოკუმენტს, ქართული ნაციონალური ისტორიოგრაფიის უძველესს ფურცელს.[2]