მოგზაურობა მთვარეზე
From Wikipedia, the free encyclopedia
მოგზაურობა მთვარეზე (ფრანგ. Le Voyage dans la lune) — 1902 წლის ფრანგული, შავ-თეთრი, მუნჯი, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი. იგი ეფუძნება ჟიულ ვერნის რომანს „დედამიწიდან მთვარემდე“ და ჰერბერტ უელსის რომანს „პირველი ადამიანები მთვარეზე“.[4]
„მოგზაურობა მთვარეზე“ | |
---|---|
რეჟისორი | ჟორჟ მელიესი |
პროდიუსერი | ჟორჟ მელიესი |
სცენარის ავტორი |
|
ეფუძნება |
|
როლებში |
|
ოპერატორი |
|
სტუდია | Star Film |
დისტრიბუტორი | Gaston Méliès Films |
გამოსვლის თარიღი | |
ხანგრძლივობა | |
ქვეყანა | საფრანგეთი |
ენა | ფრანგული |
ბიუჯეტი | 10,000 ფრანგული ფრანკი |
ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია ჟორჟ მელიესი, ხოლო რეჟისორის თანაშემწეა მელიესის ძმა, გასტონი. ფილმი, ფირის წამში 16 კადრის სიჩქარით დატრიალების შემთხვევაში 14 წუთს გრძელდება — ფილმის გადაღების მომენტისათვის ეს იყო სტანდარტი კინოში. ფილმს გამოსვლისთანავე დიდი წარმატება ხვდა წილად და იგი ითვლება მელიესის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნაშრომად. ეს ასევე არის კინოს ისტორიაში სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის პირველი ფილმი, რომელიც იყენებს ანიმაციისა და სპეციალური ეფექტების ნოვატორულ ხერხებს. მათ შორის არის ცნობილი კადრი, რომელშიც კოსმოსური ხომალდი ეშვება მთვარის თვალში.
The Village Voice-მა „მოგზაურობა მთვარეზე“ დაასახელა ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმს შორის, #84 პოზიციაზე.[5] ის ფართოდაა აღიარებული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმის ადრეულ ნიმუშად და მთლიანობაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფილმად კინოს ისტორიაში.