მეხუთე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლები
From Wikipedia, the free encyclopedia
მეხუთე თაობის ეპოქას (აგრეთვე ცნობილი როგორც 32/64-ბიტიანების ეპოქა, ან 3D განზმოლების ეპოქა) საფუძველი ჩაეყარა 1993 წლის ოქტომბერში, მას შემდეგ რაც ბაზარზე გამოჩნდა კომპანია Panasonic-ის კონსოლი 3DO Interactive Multiplayer.
ამ პერიოდში დომინირებდა სამი კონსოლი: Sega Saturn (1994), Sony PlayStation (1994) და Nintendo 64. ამ თაობაში, აგრეთვე შედიოდნენ FM Towns Marty, 3DO, PC-FX და Atari Jaguar, თუმცა მცირე გაყიდვების გამო, მათ ვერ მოახდინეს შესამჩნევი გავლენა ბაზარზე.
მეხუთე თაობის ეპოქა ხასიათდება პორტატიული კონსოლების ფრაგმენტაციით, ვინაიდან ამ თაობის პირველი პორტატიული სისტემა Sega Nomad-ის წარმოება გამოსვლიდან ორ წელიწადში შეწყდა, ხოლო SNK-ის The Neo Geo Pocket-ის არსებობამ მხოლოდ ერთი წელი გასტანა. მეხუთე თაობის პორატიულ კონსოლებს შორის ლიდერობდა Nintendo-ს Game Boy Color (1998). აგრეთვე გამოვიდა ორიგინალი Game Boy-ის ორი ვერსია — Game Boy Light (მხოლოდ იაპონიაში) და Game Boy Pocket, რომლებიც დიდად არ განსხვავდებოდნენ ორიგინალისგან.
სწორედ ამ პერიოდში 2D კომპიუტერული გრაფიკა სრულად ჩაანაცვლა 3D გრაფიკამ. ვიდეო თამაშები კარტრიჯების ნაცვლად ინახებოდა ოპტიკურ დისკზე. Nintendo 64 არის უკანასკნელი კონსოლი რომელიც გამოიყენებდა კარტრიჯს. მეხუთე თაობის ეპოქა ოფიციალურად დასრულდა, მას შემდეგ რაც შეწყდა PlayStation-ის წარმოება 2006 წლის ბოლოს.