მარადისობის ჭიშკართან
From Wikipedia, the free encyclopedia
მარადისობის ჭიშკართან — ნიდერლანდელი პოსტიმპრესიონისტი მხატვრის ვინსენტ ვან გოგის[1] ნახატი, შესრულებული 1890 წელს სენ-რემი-დე-პროვანსში, თავისივე მინაწერით.[2] ნამუშევარზე მუშაობა ვინსენტმა დაასრულა მაისის მიწურულს, როდესაც მისმა ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ და ჯანმრთელობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია. ორი თვის შემდეგ კი ვინსენტი გარდაიცვალა. მიჩნეულია რომ ეს თვითმკვლელობა იყო.[3]
მარადისობის ჭიშკართან | |
---|---|
Op de drempel van de eeuwigheid | |
ავტორი | ვინსენტ ვან გოგი |
წელი | 1890 |
კატალოგი | F702 და JH1967 |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 80 |
სიგანე | 64 |
ქალაქი | ოტერლო |
მუზეუმი | კრიულერ-მიულერის მუზეუმი |
ნამუშევარი ცნობილი იყო „მოწყენილი მოხუცი კაცის“ სახელით მანამ, სანამ 1970 წელს ნამუშევარი რაიზონის კატალოგში ახლანდელი სახელით შევიდა.[4]
ნახატზე გამოსახულია ომის ვეტერანი და პენსიონერი ადრიანუს იაკობუს ზუიდერლანდი, რომლის შესახებ ჩანაწეერებიც 1882 წლიდან გვხვდება ვან გოგის სახელთან. მან ნამუშევრების დიდი სერიაც კი მიუძღვნა მოხუცს, სადაც გვხვდება როგორც ფანქრით, ასევე აკვარელის საღებავებით შესრულებული ნახატები.[5] შთაგონების წყაროს ამ ნახატისათვის წარმოადგენს ჰუბერტ ვონ ჰერკომერის „კვირა ჩელსის საავადმყოფოში“, განსაკუთრებით პოპულარული ნამუშევარი, რომელზეც გამოსახულია მომაკვდავი ომის ვეტერანი, რომელიც ამჟამად ხელოვნების სამეფო აკადემიის მფლობელობაშია. ვან გოგი ამ მუზეუმის სტუმარი 1875 წელს იყო.[6][7][8][9] ვან გოგი ამ ნახატის შესახებ წერს:[10]
ვან გოგმა ნამუშევრის ლითოგრაფია ორ დღეში შექმნა. მან დაწერა:[2][11]
არსებობს ვინსენტის 7 ლითოგრაფია, რომელთაგან ერთ-ერთიც ანოტირებულია „მარადისობის ჭიშკარზე“.