მალმე
From Wikipedia, the free encyclopedia
მალმე (შვედ. Malmö) — შვედეთის სიდიდით მესამე ქალაქი, განლაგებულია ქვეყნის ყველაზე სამხრეთით მდებარე პროვინცია სკონეში. მდებარეობს ერესუნის სრუტის მარჯვენა ნაპირზე. მოქმედებს ნავსადგური და აეროპორტ, არის სარკინიგზო კვანძი. სანაოსნო, სარკინიგზო და საავტომობილო გზებით უკავშირდება კოპენჰაგენს. არის დასავლეთ სკონეს ფინანსური ცენტრი.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
მალმე Malmö | |||||
მარცხნიდან მარჯვნივ: მბრუნავი ტორსი, მალმეს ციხესიმაგრე, გრიფის სკულპტურა, კრონპრინსენი და ორესუნის ხიდი. | |||||
| |||||
ქვეყანა | შვედეთი | ||||
პროვინცია | სკონესკონე (პროვინცია)|სკონე | ||||
კოორდინატები | 55°35′00″ ჩ. გ. 13°02′00″ ა. გ. | ||||
დაარსდა | 1353 | ||||
ამჟამინდელი სტატუსი | XIII საუკუნიდან | ||||
ფართობი | 335.14[1] კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 12±1 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 300,515[1] კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 1,931.8 კაცი/კმ² | ||||
აგლომერაცია | 658,704 | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 040 | ||||
საფოსტო ინდექსი | 21X XX | ||||
ოფიციალური საიტი | [www.malmo.se/ www.malmo.se] www.malmotown.com www.malmo.se/ www.malmo.se www.malmotown.com | ||||
მალმე არის მალმეს მუნიციპალიტეტის ცენტრი. მოსახლეობა შეადგენს 300 515 კაცს, რომელთაგან 30% წარმოშობით უცხოელია.[2] მალმეს შემადგენლობაში შედის ასევე ბურლევის მუნიციპალიტეტი, რომლის მოსახლეობაც შეადგენს 280,415 კაცს[1].
დიდი მალმე არის შვედეთის სამიდან ერთ-ერთი ოფიციალურად აღიარებული მეტროპოლია, რომელიც 2005 წლიდან მალმეს მუნიციპალიტეტის გარდა უკიდურეს სამხრეთში მდებარე 11 მუნიციპალიტეტს მოიცავს.[3] 2014 წელს მოსახლეობა შეადგენს 314 307 ადამიანს.[4] რეგიონი მოიცავს 2535.76კმ²-ს.[5]
პირველად იხსენიება XII საუკუნეში. მალმე იყო სკანდინავიაში ერთ-ერთი პირველი ინდუსტრიული ქალაქი, რომელმაც მალმეს უნივერსიტეტის გახსნის შემდეგ განიცადა ტრანსფორმაცია და შვედეთის საგანმანათლებლო ცენტრი გახდა. ორესუნის ხიდის აშენების შემდეგ მალმე არქიტექტურულად მნიშვნელოვნად განვითარდა. 2007 წელს ყველაზე მწვანე ქალაქებს შორის ჟურნალმა „გრისტმა“ მალმე N4 ადგილზე გაიყვანა.[6]