მაიკლ კრაიტონი
ამერიკელი მწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი და პროდიუსერი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ მაიკლ კრაიტონი (ინგლ. John Michael Crichton /ˈkraɪtən/; დ. 23 ოქტომბერი, 1942 — გ. 4 ნოემბერი, 2008) — ამერიკელი მწერალი, კინორეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია სამეცნიერო ფანტასტიკის, თრილერისა და სამედიცინო ფანტასტიკის ჟანრის ნაწარმოებებით. მისი წიგნები გაყიდულია 200 მილიონ ეგზემპლიარამდე, რომელთა უმეტესობა ადაპტირებული იქნა ფილმებში.
კრაიტონის ლიტერატურული ნაწარმოებები, როგორც წესი წარმოადგენს მოქმედებითი ჟანრისა და ტექნო-თრილერის ნაზავს, სადაც აღწერილია თანამედროვე ტექნოლოგიები და კაციობრიობის წარუმატებელი ურთიერთქმედება ამ ტექნოლოგიებთან, განსაკუთრებით ბიოტექნოლოგიებთან. აგრეთვე, კრაიტონის წიგნების უმეტესობა მოიცავს სამედიცინო ან სამეცნიერო თემებს, რომლებშიც თავად ავტორის წარსულია ასახული.
ჯონ მაიკლ კრაიტონი დაიბადა 1942 წლის 23 ოქტომბერს, ჩიკაგოში, ილინოისის შტატში[21][22][23] ჟურნალისტ ჯონ ჰენდერსონ კრაიტონის და ზულა მილერ კრაიტონის ოჯახში. ჯონს მწერლობისადმი ინტერესი 14 წლის ასაკში გაუჩნდა, როდესაც გაზეთ ნიუ-იორკ ტაიმში გამოაქვეყნა მისი პრიველი ნაწარმოები.[24] 1964 წელს დაამთავრა ჰარვარდის კოლეჯი. ორი წლის შემდეგ გამოაქვეყნა მისი პირველი რომანი „Odds On“.
2008 წლის დასაწყისში მაიკლ კრაიტონი დაავადდა ლიმფობიით.[25] იგი გარდაიცვალა 66 წლის ასაკში, 2008 წლის 4 ნოემბერს ლოს-ანჯელესში.[26][27][28]
მისი ყველაზე განთქმული რომანებია: „შტამი ანდრომედა“ (1969), „სფერო“ (1987), „იურული პარკი“ (1990), „ამომავალი მზე“ (1992), „დაკარგული სამყარო“ (1995), „შიშის სახელმწიფო“ (2004) და სხვა. მისი რეჟისორობითა და სცენარისტობით გამოვიდა რამდენიმე ფილმი: „ველური დასავლეთის სამყარო“ (1973), „კომა“ (1978), „მატარებლის პირველი დიდი ძარცვა“ (1979), „მაყურებელი“ (1981) და „რობოტების ბუნტი“ (1984). მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის: ედგარ პოს პრემია (1969,[29] 1980[29]), აკადემიის ჯილდო (1994),[30] აშშ-ის სცენარისტთა გილდიის ჯილდო (1996),[31] ჯორჯ ფოსტერ პიბოდის პრემია (1994) და ა.შ.