კრალენდეიკი
From Wikipedia, the free encyclopedia
კრალენდეიკი (ნიდერლ. Kralendijk) — ბონეირის დედაქალაქი და მთავარი პორტი. ქალაქში ძირითადად საუბრობენ პაპიამენტოზე, ასევე გამოიყენება ნიდერლანდური და ინგლისური. დანიურად Kralendijk ნიშნავს „მარჯნის რიფს“. პაპიამენტოზე ქალაქის სახელია: Playa, რაც „პლაჟს“ ნიშნავს. ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 3061 ადამიანს.
კრალენდეიკის სანაპიროსთან მდებარეობს დაუსახლებელი კუნძული — კლეინ-ბონაირე, რომელიც საუკეთესო ადგილია ყვინთვისა და წყალქვეშ ცურვისთვის.