კორეგიდორი
From Wikipedia, the free encyclopedia
კორეგიდორი (ტაგალ. Pulo ng Corregidor) ― კუნძული მანილის ყურეში, ლუსონის სამხრეთ-დასვლეთ ნაწილში, ფილიპინებში. სტრატეგიული მდებაროების გამო, წლების მანძილზე კორეგიდორი ფორტიფიცირებული კუნძული იყო და მანილის ყურეში შესასვლელისა და საბრძოლო ხომალდებისაგან მანილის დასაცავად გამოიყენებოდა, რომელიც ქვეყნის უდიდესი ქალაქი და ყველაზე მნიშვნელოვანი საზღვაო ნავსადგური იყო საუკუნეების მანძილზე, მათ შორის, ესპანელთა, იაპონელთა და ამერიკელთა მმართველობის პერიოდში და ფილიპინების მესამე რესპუბლიკის დაარსების შემდეგაც.
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | მანილის ყურე |
კოორდინატები | 14°23′08″ ჩ. გ. 120°34′23″ ა. გ. |
ფართობი | 5.49 კმ² |
სიგრძე | 6.5 კმ |
სიგანე | 2.0 კმ |
პროვინცია | კავიტე[1] |
ქალაქი | კავიტე |
დემოგრაფია | |
ეთნიკური ჯგუფები | ტაგალები |
ამერიკული მმართველობის პერიოდში კორეგიდორი (Fort Mills) კუნძულ ელ-ფრაილთან (Fort Drum), კაბალიოსთან (Fort Hughes) და კარაბაოსთან (Fort Frank) ერთად ფორტიფიცირებულ კუნძულთა ჯგუფს ქმნიდა, რომელიც მანილისა და სუბიკის ყურის თავდაცვას უზრუნველყოფდა. კუნძულზე პატარა სამხედრო აეროდრომიც იყო განთავსებული.
მეორე მსოფლიო ომის დროს კორეგიდორმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ფილიპინებში შეჭრასა და იაპონიის საიმპერატორო ძალებისგან გათავისუფლებაში. კუნძული არაერთხელ დაიბომბა. ნანგრევები ომში დაღუპული ამერიკელი, ფილიპინელი და იაპონელი ჯარისკაცების მემორიალს წარმოადგენს. კორეგიდორი ფილიპინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული და ტურისტული ღირსშესანიშნაობაა.