კონფუცის ინსტიტუტი
From Wikipedia, the free encyclopedia
კონფუცის ინსტიტუტების გლობალური ქსელი (Confucius Institute, 孔子学院) — საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრთა ქსელი, დაარსებული სახელმწიფოს კანცელარიის მიხედვით ჩინური ენის საზღვარგარეთ გავრცელების მიზნით(შემოკლებით ჰანიბანი, Hanban, 国家汉办) ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზღვარგარეთ არსებული უცხოურ ცენტრებთან ერთად. კერძოდ „ინსტიტუტების“ გარდა შეიქმნა კონფუცის „კლასები“. ზოგიერთ ინსტიტუტს გააჩნია სპეციალობა, მაგალითად ათენის კონფუცის ბიზნეს ინსტიტუტი, ლონდონის კონფუცის ჩინური მედიცინის ინსტიტუტი. კოორდინაციას უწევს და უზრუნველყოფს დაფინანსებას ჩინური მხრიდან კონფუცის ინსტიტუტის შტაბ-ბინა - ჰანიბანი. გამოჩენილი ფილოსოფოსის, მოაზროვნეს, ანტიკური მასწავლებლის კონფუცის სახელი ინსტიტუტების სახელს მიეკუთვნა ესპანური სერვანტესის ინსტიტუტის, გერმანული გოეთეს, პორტუგალიური კამოენსის, ბრიტანული ბრიტანეთის საბჭოს, ფრანგული ფრანცეს ალიანსის, იტალიური დანტე ალიგიერის ასოციაცია-ინსტიტუტის ანალოგიურად.
კონფუცის ინსტიტუტი | |
---|---|
დაარსდა: | 2004 წელი |
ტიპი: | სასწავლო ორგანიზაცია |
მისამართი: | სიჩენის რაიონი, პეკინი, ჩინეთი |
ვებ–გვერდი: | chinesecio.com |