კლონირება
From Wikipedia, the free encyclopedia
კლონირება — ბიოლოგიაში რამდენიმე იდენტური ორგანიზმის მიღების მეთოდი უსქესო (მათ შორის ვეგეტატიური) გამრავლების გზით.
ისევე როგორც ბევრ სხვა ენაში, ქართულშიც, ტერმინი „კლონირება“ ინგლისურიდან შემოვიდა, იგი სიტყვების — clone, cloning კალკია. თვით ინგლისურ ენაში კი ამ სიტყვის, როგორც ბიოლოგიური ტერმინის, ხმარება 100 წელზე ნაკლები ხნის წინ დაიწყეს. მიუხედავად სიტყვის არსებობის მოკლე პერიოდის, მან უკვე მოასწრო რამდენიმეჯერ მნიშვნელობის შეცვლა.