კვიპროსის ეკონომიკა
From Wikipedia, the free encyclopedia
მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციით, კვიპროსის ეკონომიკა მაღალშემოსავლიანი ეკონომიკის ჯგუფს მიეკუთვნება.[1] 2001 წელს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა კვიპროსი მოწინავე ეკონომიკების ჯგუფს მიაკუთვნა.[2][3] 2008 წლის 1-ელ იანვარს კვიპროსმა ევრო ოფიციალურ ვალუტად დააწესა, რომელმაც კვიპროსული ფუნტი შეცვალა გაცვლითი კურსით 0.585274 კვიპროსული ფუნტი 1 ევროზე.[4]
ქვეყნის ეკონომიკაზე დიდი გავლენა იქონია 2012-2013 წლის კვიპროსის ფინანსურმა კრიზისმა, რომელიც უფრო ფართო ევროპის სავალო კრიზისის ნაწილია. 2013 წელს კვიპროსის მთავორბამ ევროზონის პარნტიორებთან შეთანხმებას მიაღწია ქვეყნსი მეორე უდიდესი ბანკის, „კვიპროსის სახალხო ბანკის“ (ასევე ცნობილი როგორც ლაიკის ბანკი) გაყოფის შესახებ: „ცუდ“ ბანკად, რომელიც დროთა განმავლობაში გაქრებოდა და „კარგ“ ბანკად, რომელსაც უფრო დიდი „კვიპროსის ბანკი“ შეითვისებდა. სამწლინახევრის რეცესიის შემდეგ კვიპროსის ეკონომიკამ ზრდა 2015 წლის პირველ კვარტალში დაიწყო. 2016 წლის მარტის ბოლოს კვიპროსმა წარმატებით დაასრულა სამწლიანი ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა. ქვეყანამ ევროპის სტაბლიზაციის მექანიზმიდან 6.3 მილიარდი ევრო, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან 1 მილიარდი ევრო აიღო.[5][6]