კესადილია
From Wikipedia, the free encyclopedia
კესადილია (ან: კვესადილა, კესადია, კესადილა; ესპანურად: quesadilla [kesaˈðiʝa]) — მექსიკური კერძი და ტაკოს ერთ-ერთი სახეობა, შედგება ტორტილასგან (tortilla), რომელიც ძირითადად ივსება ყველით, ზოგჯერ ხორცით, ლობიოთი და სანელებლებით, შემდეგ კი იწვება. ტრადიციულად, მექსიკაში მის მოსამზადებლად სიმინდის ტორტილას იყენებენ, მაგრამ მისი მომზადება შესაძლებელია ფქვილის ტორტილათიც. ფქვილის ტორტილები განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ჩრდილოეთ მექსიკაში და შეერთებულ შტატებში.[1]
მთლიანი კესადილია მზადდება ორი ტორტილათი, რომელთა შორისაც საკმაოდ სქელი ყველის ფენაა. ნახევარი კესადილია შედგება ერთი ტორტილასგან, რომელიც სავსეა ყველით და გადაკეცილია ისე, რომ ნახევარმთვარის ფორმას იღებს. არსებობს კესადილას სწრაფი ვერსიაც, რომელიც მიკროტალღურ ღუმელში ცხელდება და ხშირად მიირთმევენ საუზმეზე (განსაკუთრებით ბავშვები).[2][3]