კასერესის მუნიციპალიტეტები
From Wikipedia, the free encyclopedia
კასერესის პროვინცია შედის ესტრემადურის ავტონომიურ გაერთიანებაში და შედგება 223 მუნიციპალიტეტისაგან. ესპანეთის ადგილობრივი თვითმმართველობის კანონის (ესპ. Ley reguladora de las Bases del Régimen Local) თანახმად მუნიციპალიტეტი წარმოადგენს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ძირითად სუბიექტს, რომლის ძირითადი ელემენტებია ტერიტორია, მოსახლეობა და ადგილობრივი ადმინისტრაცია. თითოეულ მუნიციპალიტეტს აქვს საბჭო, კომისია (მინისტრთა კაბინეტის მსგავსი) და ყავს მერი (ალკალდი). მუნიციპალური საბჭოს წევრებს ირჩევენ პროპორციული არჩევნების გზით.[1][2]
კასერესის მუნიციპალიტეტები ერთიანდებიან 16 კომარკაში: ალკანტარა, ვალენსია-დე-ალკანტარა, ვალიე-დელ-ამბროსი, ვალიე-დელ-ხერტე, ვეგას-დელ-ალაგონი, ვილიუერკას-იბორეს-ხარა, კამპო-არანიუელო, ლა-ვერა, ლას-ვილიუერკასი, ლას-ურდესი, ლას-იბორესი, ლიანოს-დე-კასერესი, სიერა-დე-გატა, ტახო-სალორი, ტრასიერა-ტიერას-დე-გრანადილია, ტრუხილიო.
კასერესის პროვინციის ფართობია 19 868 კმ² და 2020 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 391 850 მაცხოვრებელს.[3] დედაქალაქია კასერესი, რომელიც მოსახლეობისა და ფართობის მიხედვით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტია (1750,33 კმ²), ხოლო ფართობით ყველაზე პატარაა — ლა-ალდეა-დელ-ობისპო (0,3 კმ²)[4].