კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი
From Wikipedia, the free encyclopedia
კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი (ინგლ. Caucasus hunter-gatherer; CHG), ასევე ცნობილი როგორც საწურბლიის კლასტერი[1] — თანამედროვე ადამიანის გენეტიკური ხაზი, პირველად გამოვლინდა 2015 წლის კვლევაში,[2][3] დასავლეთ ევრაზიის (ევროპა, კავკასია, ახლო აღმოსავლეთი) მოსახლეობაზე ჩატარებული გენეტიკური კვლევების საშუალებით.[4][5]
კავკასიელი მონადირე-შემგროვებლის ხაზი წარმოიშვა დასავლეთ ევრაზიის მოსახლეობის იმ ფუძე ხაზიდან, რომელიც, თავდაპირველად, დაახლოებით 45.000 წლის წინ, დაიყო უსტ-იშიმის ადამიანის, ოასე1-ისა და ევროპელ მონადირე-შემგროვებლის შტოებად; და საბოლოოდ გამოეყო „ადრეულ ანატოლიელ მიწათმოქმედების“ ხაზს, დაახლოებით 25.000 წლის წინ, გამყინვარების უკანასკნელ პერიოდში.[3][3] გამყინვარების უკანასკნელ პერიოდში კავკასიელი მონადირე-შემგროვებლები იზოლაციაში დამოუკიდებელი პოპულაციის სახით გადარჩნენ.[2]
ნეოლითის დასაწყისში, ძვ. წ. 8.000 წელს, ისინი სავარაუდოდ სახლობდნენ დასავლეთ ირანსა და კავკასიაში,[6] და ხალხი რომელიც ჰგავდა ჩრდილოეთ კავკასიისა და ირანის პლატოს მონადირე-შემგროვებლებს ძვ. წ. 6.000 წლამდე სახლდებიან პაკისტანსა და ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში.[7] აღმოსავლელ მონადირე-შემგროვებლები პონტურ-კასპიურ სტეპებში შეერივნენ კავკასიელ მონადირე-შემგროვებლებს, რამაც წარმოშვა დასავლეთ სტეპის მესაქონლეები. დასავლეთ სტეპის მესაქონლეებმა კი საფუძველი დაუდეს იამნაიას კულტურას და გვიანი ნეოლითისა და ადრეულ ბრინჯაოს ხანის მანძილზე გავრცელდნენ მთელი ევროპის მაშტაბით.[8]