ინტერნეტის საინჟინრო საბჭო
From Wikipedia, the free encyclopedia
ინტერნეტის საინჟინრო საბჭო (IETF) (ინგლ. Internet Engineering Task Force) — კომპიუტერული ქსელების ინჟინრების, ოპერატორების, პროვაიდერების, მეცნიერების ღია სტანდარტების ორგანიზაცია, რომელიც ანვითარებს და ხელს უწყობს ინტერნეტის ნებაყოფლობით სტანდარტებს, კერძოდ ტექნიკურ სტანდარტებს, რომლებიც მოიცავს ინტერნეტის ოქმების (პროტოკოლების) (TCP/IP) და არქიტექტურის კომპლექტს.[1] მას არ აქვს წევრობის ოფიციალური სია ან წევრობის მოთხოვნები. ყველა მონაწილე და მენეჯერი მოხალისეა, თუმცა მათ მუშაობას ჩვეულებრივ აფინანსებენ დამსაქმებლები ან სპონსორები.
IETF-მა საქმიანობა დაიწყო შეერთებული შტატების ფედერალური მთავრობის მხარდაჭერით, მაგრამ 1993 წლიდან იგი ფუნქციონირებს როგორც სტანდარტების შემმუშავებელი ინტერნეტ-საზოგადოება, საერთაშორისო წევრობაზე დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციის ეგიდით.