ინდონეზიის ეროვნული პარკების სია
From Wikipedia, the free encyclopedia
სტატიაში მოცემულია ინდონეზიის ეროვნული პარკების სია.[1] ქვეყანაში არსებული 50 ეროვნული პარკიდან 6 იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შესული, 6 ბიოსფერულ ნაკრძალთა მსოფლიო ქსელში, 3 მათგანი კი ჭარბტენიანი ტერიტორიაა და რამსარის კონვენციით მინიჭებული აქვს საერთაშორისო მნიშვნელობა. 9 პარკი საზღვაოა.
ინდონეზიის ეროვნულ პარკთა პირველი ჯგუფი 1980 წელს შეიქმნა.[2] ეს რიცხვი გამუდმებით იზრდება და 2003 წელს 41 შეადგინა. 2004 წელს მოხდა მნიშვნელოვანი გაფართოება და შეიქმნა კიდევ 9 პარკი, შედეგად, მათმა საერთო რიცხვმა 50-ს მიაღწია.[3]