ინდოეთის პრემიერ-მინისტრი
From Wikipedia, the free encyclopedia
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდოეთის კონსტიტუციის თანახმად — მთავრობის თავმჯდომარე, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე, ინდოეთის პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი და პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი.
სწრაფი ფაქტები ინდოეთის პრემიერ-მინისტრიप्रधान मंत्री, მიმართვის სტილი ...
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი प्रधान मंत्री | |
---|---|
ინდოეთის დროშა | |
ინდოეთის გერბი | |
მიმართვის სტილი | ბატონო პრემიერ-მინისტრო |
რეზიდენცია | პენჩავატი, ნიუ-დელი |
დამნიშვნელი | ინდოეთის პრეზიდენტი |
დაარსდა | 15 აგვისტო, 1947 |
პირველი თანამდებობაზე | ჯავაჰარლალ ნერუ |
ხელფასი | 135000 რუპია |
საიტი | www.pmindia.gov.in |
დახურვა
პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის მთავარი წევრი საპარლამენტო რესპუბლიკაში. ის უფლებამოსილია გაანაწილოს მთავრობის პორტფელები, დანიშნოს მინისტრები ან გაათავისუფლოს ისინი დაკავებული თანამდებობიდან; ამავედროულად ის არის პრეზიდიუმის თავმჯდომარე და პასუხისმგებელია საკანონმდებლო წინადადებების პაკეტის შემოტანაზე. პრემიერ-მინისტრის გადადგომის ან გარდაცვალების შემთხვევაში, მთავრობა დაუყონებლივ იშლება.
პრემიერ-მინისტრი ინიშნება პრეზიდენტის მიერ, რათა მან ამ უკანასკნელს ხელი შეუწყოს აღმასრულებელი ხელისუფლების მართვაში.