იზეოს ტბა
From Wikipedia, the free encyclopedia
იზეო (იტალ. Lago d'Iseo) ან სებინო — სიდიდით მეოთხე ტბა იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში, იკივებება მდინარე ოლოს წყლით, რომელიც შემდეგ კვლავ გამოედინება ამავე მდინარის სახელწოდებით.
სწრაფი ფაქტები იზეო ...
იზეო | |
---|---|
Lago d'Iseo | |
კოორდინატები: 45°43′ ჩ. გ. 10°05′ ა. გ. | |
მდებარეობა | იტალია |
სიგრძე | 25 კმ |
ფართობი | 65,3 კმ² |
საშუალო სიღრმე | 124 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 251 მ |
აუზის ფართობი | 1777 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ოლო |
გამომდინარე მდინარე | ოლო |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
დახურვა
მდებარეობს ჩრდილოეთ იტალიაში, ვალკამონიკის ხეობაში, ქალაქ ბრეშასა და ბერგამოს სიახლოვეს. ტბა თითქმის თანანრადაა გაყოფილი ბერგამოსა და ბრეშის პროვინციებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არეალი ერთ-ერთი ყველაზე ინდუსტრიალიზებულია მთელ მსოფლიოში, ის მაინც ინარჩუნებს ბუნების თვალსაჩინო სიმშვენიერეს. ტბის სანაპიროს გასწვრივ მიემართება გზატკეცილი შვეიცარიისკენ.
ტბის შუაგულში მდებარეობს კუნძული მონტე-იზოლა, რომელიც უდიდესია მთელს ევროპაში ტბის კუნძულებს შორის.