იაკობი
From Wikipedia, the free encyclopedia
იაკობი (ებრ. יַעֲקֹב [Yaakov.ogg], Ya‘aqōv; არაბ. يعقوب, Ya‘qub) — ბიბლიის მიხედვით, ისრაელთა მოდგმის ერთ-ერთი პატრიარქი, ისააკის ძე, აბრაამის შვილიშვილი.
იაკობი יַעֲקֹב | |
---|---|
იაკობი ებრძვის ანგელოზს, რემბრანდტ ვან რეინი, 1659 | |
დაიბადა |
არაუადრეს ძვ. წ. 2006 და არაუგვიანეს ძვ. წ. 1791 ქანაანი |
გარდაიცვალა |
არაუადრეს ძვ. წ. 1920 და არაუგვიანეს ძვ. წ. 1644 ძველი ეგვიპტე |
დასაფლავებულია | პატრიარქების მღვიმე |
მოღვაწეობა | მწყემსი |
ენა | Canaanite |
ეროვნება | Hebrews |
მეუღლე | ლეა[1] , რახელი[2] , Bilhah და Zilpa |
შვილ(ებ)ი | სიმეონი[3] , იუდა[4] , ისაქარი[5] , ზებულონი[6] , დინა[7] , იოსები[8] , ბენიამინი[5] , აშერი[9] , ნაფტალი[10] , გადი[11] , დანი[12] , რეუბინი[13] და ლევი[14] |
ღმერთთან შეჭიდების შემდეგ იაკობმა მეორე სახელი — ისრაელი (ებრ. יִשְׂרָאֵל — ღმერთან მებრძოლი) მიიღო, მისი შვილებს კი „ისრაელის ძენი“ უწოდეს. მომავალში იაკობის თორმეტი ძე გახდა ისრაელიტელთა თორმეტი ტომის წინაპარი და მამამთავარი. ბიბლიის თანახმად იაკობს უკავშირდება ებრაელთა ეგვიპტეში გადასვლაც, საიდანაც აღთმულ მიწაზე დაბრუნების ხანგრძლივი პროცესი, ებრაული ერის ფორმირების და იდენტობის ჩამოყალიბების ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო.
იაკობის თქმულება ბიბლიის პატრიარქთა ლეგენდების პირველ ციკლს ეკუთვნის; მასში მკვეთრად შეინიშნება მესოპოტამიური ელემენტები. იაკობის თქმულებაში რამდენიმე სხვადასხვა გადმოცემაა გაერთიანებული, რომლებიც ებრაელი ტომების უძველეს ისტორიას უკავშირდება. ბიბლიური იაკობი, შესაძლოა, სხვა უფროსი პატრიარქების — აბრაამისა და ისააკის მსგავსად ტომის „წინაპარ-ღმერთის“ პერსონიფიკაციას წარმოადგენდეს.