თეთრი დედოფალი (მინისერიალი)
From Wikipedia, the free encyclopedia
თეთრი დედოფალი (ინგლ. The White Queen) — 2013 წელს გამოსული ბრიტანული ისტორიული მინისერიალი, რომელიც ეფუძნება ამერიკელი მწერლის, ფილიპა გრეგორის ამავე სახელწოდების რომანს „თეთრი დედოფალი“ და მოგვითხრობს ვარდების ომის პერიოდში ინგლისის სამეფო კარზე მიმდინარე მოვლენებს. სერიალი გაერთიანებულ სამეფოში პირველად ეკრანებზე 2013 წლის 16 ივნისს გამოჩნდა[1], იმავე წლის 9 აგვისტოს კი მისი გაშვება დაიწყო აშშ-შიც[2][3].
თეთრი დედოფალი | |
---|---|
ჟანრი |
ისტორიული დრამა |
ავტორი |
ემა ფროსტი ლიზა მაკჯი მალკოლმ კამპბელი ნიკოლ ტეილორი |
ეფუძნება | ფილიპა გრეგორის ამავე სახელწოდების რომანს |
მონაწილეობენ |
რებეკა ფერგიუსონი ფაიე მარსაი მაქს აირონსი ამანდა ჰეილი დევიდ ოაკსი |
კომპოზიტორ(ებ)ი | ჯონ ლანი |
ქვეყანა | გაერთიანებული სამეფო |
ენა | ინგლისური |
სეზონი | 1 |
სერია | 10 |
კომპანია | Czar Television |
ეთერში | 16 ივნისი, 2013 — 18 აგვისტო, 2013 |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
სერიალის მთავარი გმირები არიან ნამდვილი ისტორიული პერსონაჟები, სამი დედოფალი, რომლებიც ტახტისათვის იბრძვიან, ესენი არიან: ელიზაბეთ ვუდვილი, მარგარეტ ბეფორტი და ანა ნევილი[4]. ამ სერიალის გაგრძელებებს წარმოადგენს 2017 წელს გამოსული „თეთრი პრინცესა“[5] და 2019 წელს გამოსული „ესპანელი პრინცესა“.
სერიალს მიღებული აქვს ოქროს გლობუსის ჯილდო და ნომინირებული იყო ემისა და ხალხის რჩეულის ჯილდოებზეც.