ზამთრის ოლიმპიური თამაშები 2010
From Wikipedia, the free encyclopedia
2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები (ასევე XXI ზამთრის ოლიმპიადა), საერთაშორისო ასპარეზობაა ზამთრის სპორტის მრავალ სახეობაში, რომელიც 2010 წლის 12-28 თებერვალს შედგება ქალაქ ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა. 2010 წლის ზამთრის ოლიმპიადა იქნება მესამე ოლიმპიური თამაშები, რომელიც კანადაში გაიმართება. კანადა ასევე მასპინძლობდა 1976 წლის ზაფხულის ოლიმპიურ და 1988 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს.
სწრაფი ფაქტები მასპინძელი, დევიზი ...
მასპინძელი | ვანკუვერი, კანადა |
---|---|
დევიზი | With glowing hearts / Des plus brillants exploits |
მონაწილე | 82 |
სპორტსმენი | 2626 |
ღონისძიება | 86 სპორტის 7 სახეობაში (15 დისციპლინა) |
გახსნა | 12 თებერვალი, 2010 |
დახურვა | 28 თებერვალი, 2010 |
გამხსნელი |
გენერალ-გუბერნატორი მიკაელ ჟანი |
ჩირაღდანი | |
სტადიონი | ბი-სი პლეისი |
ზამთრის ← ტურინი 2006 ზაფხულის |
დახურვა
ოლიმპიური ტრადიციების თანახმად, ვანკუვერის მერმა სემ სალივანმა ოლიმპიური დროშა 2006 წლის ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიისას მიიღო ტორინოში, იტალია. დროშა 2006 წლის 28 თებერვალს დაეშვა და იგი კვლავ 2010 წლის 12 თებერვალს ოლიმპიური თამაშების გახსნიით ცერემონიისას აღიმართება.