ზაგრების ოლქი
From Wikipedia, the free encyclopedia
ზაგრების ჟუპანია (ხორ. Zagrebačka županija) — ჟუპანია ხორვატიის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. იგი გარს ეკვრის ქვეყნის დედაქალაქ ზაგრებს, თუმცა ქალაქი არ შედის მის შემადგენლობაში და წარმოადგენს ცალკე ადმინისტრაციულ ერთეულს. თავდაპირველად, ჟუპანია და დედაქალაქი ერთ ერთეულს წარმოადგენდნენ, თუმცა 1997 წელს ისინი განცალკევდნენ მას შემდეგ, რაც დედაქალაქს სპეციალური სტატუსი მიენიჭა. ამის მიუხედავად, ოლქს კვლავ მნიშვნელოვანი ტერიტორიული თუ ადმინისტრაციული კავშირები აქვს ზაგრებთან. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ჟუპანიაში ცხოვრობს 317 642 ადამიანი.
ჟუპანია | |||||
---|---|---|---|---|---|
ზაგრების ჟუპანია Zagrebačka županija | |||||
| |||||
ქვეყანა | ხორვატია | ||||
ადმ. ცენტრი | ზაგრები | ||||
კოორდინატები | 45°44′56″ ჩ. გ. 15°34′16″ ა. გ. | ||||
ფართობი | 3 078 კმ² | ||||
მოსახლეობა | 317 642 კაცი (2011) | ||||
სიმჭიდროვე | 103 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | ცენტრალური ევროპის დრო და ცენტრალური ევროპის საზაფხულო დრო | ||||
სატელეფონო კოდი | 01 | ||||
ოფიციალური საიტი | zagrebacka-zupanija.hr | ||||
| |||||
ზაგრების ჟუპანიას, დედაქალაქ ზაგრების გარდა, ესაზღვრება ექვსი ჟუპანია: კარლოვაცი (სამხრეთ-დასავლეთით), სისაკ-მოსლავინა (სამხრეთ-აღმოსავლეთით), ბელოვარ-ბილოგორა (აღმოსავლეთით), კოპრივნიცა-კრიჟევცი (ჩრდილო-აღმოსავლეთით), ვარაჟდინი (ჩრდილოეთით) და კრაპინა-ზაგორჟე ჩრდილო-დასავლეთით.