ვარშავის ისტორია
From Wikipedia, the free encyclopedia
ვარშავის ისტორია — პოლონეთის ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოიცავს პოლონეთის დედაქალაქის, ვარშავის, ისტორიას დაარსებიდან დღემდე და აღწერს მის 1400-წლოვან განვითარებას სოფლების მცირე ჯგუფიდან თანამედროვე ევროპის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ქალაქამდე. ვარშავის ისტორია იწყება IX სუაკუნიდან. ამ პერიოდისაა ძველ ვარშავაში აღმოჩენილი გამაგრებული ნაგებობის ნაშთები. ვარშავის ისტორიაში გამორჩეული მოვლენებია:
- 1334 წელი — ვარშავას ენიჭება ქალაქის სტატუსი
- 1413 წელი — ვარშავა მაზოვიის დედაქალაქი ხდება
- 1596 წელი — ვარშავა პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობისს თანადედაქალაქი ხდება ვილნიუსთან ერთად
- 1700 წელი — ჩრდილოეთის ომის დროს ვარშავა რუსეთისა და შვედეთის სამეფოების ბრძოლის ასპარეზი ხდება
- 1795 წელი — პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა იშლება და ვარშავას რუსეთის იმპერია ესაკუთრება
- 1918 წელი — ვარშავა თავისუფლდება და ხდება დამოუკიდებელი პოლონეთის დედაქალაქი
- 1939 წელი — ვარშავას მესამე რაიხის სამხედრო ძალები იღებენ
- 1944 წელი — ვარშავის გეტოს აჯანყება სრულდება გერმანიის სამხედრო ძალების მიერ ქალაქის მიზანმიმართული განადგურებით
- 1989 წელი — მოძრაობა „სოლიდარობის" ძალისხმევის შედეგად ვარშავა საბჭოთა მმართველობისგან თავისუფლდება