ექსლ როუზი
From Wikipedia, the free encyclopedia
უილიამ ექსლ როუზი (დაბადების სახელი - უილიამ ბრიუს როუზი, დ. 1962 წლის 6 თებერვალს) — ამერიკელი მუსიკოსი, უფრო მეტად ცნობილი, როგორც ჯგუფის Guns N' Roses ლიდერი და წამყვანი ვოკალისტი. იგი ამჟამად არის ამ ჯგუფიდან დარჩენილი ერთადერთი ორიგინალური წევრი.
ექსლ როუზი | |
---|---|
ექსლი, 2010 წლის 27 მარტი | |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | უილიამ ბრიუს როუზი |
დაბ. თარიღი |
6 თებერვალი, 1962 (1962-02-06) (62 წლის) ინდიანა, აშშ |
დაბ. ადგილი | Lafayette |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე როკი, მძიმე მეტალი |
საქმიანობა | ვოკალისტი, მუსიკოსი, კინოპროდიუსერი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვოკალი, ფორტეპიანო, კლავიშებიანი საკრავები, პერკუსია, დასარტყმელი საკრავები, სინთეზატორი, გიტარა |
აქტიური | 1983–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Geffen Records |
ხელმოწერა | |
საიტი | www.gunsnroses.com |
ექსლ როუზი ვიკისაწყობში |
როგორც Guns N' Roses-ის ვოკალისტმა, როუზმა მოიპოვა დიდი წარმატება და აღიარება. 1980-1990-იან წლებში მან, ჯგუფთან ერთად, რამდენიმე რეკორდი დაამყარა, განსაკუთრებით - კონცერტებზე ბილეთების გაყიდვის მხრივ. 2001 წლამდე იგი არ ჩნდებოდა მასმედიის წინაშე. მოგვიანებით იგი გამოჩნდა Guns N' Roses-ის შემადგენლობაში ფესტივალზე Rock In Rio და დრო და დრო მართავდა საკონცერტო ტურებსაც. მისი უკანასკნელი პროექტი იყო ალბომი და ტური Chinese Democracy (2008). ეს ალბომი 10 წლის მანძილზე იწერებოდა.
გამოცემამ Hit Parader როუზი დაასახელად ყველა დროის საუკეთესო მეტალ ვოკალისტების სიის #11 პოზიციაზე[1], ხოლო ჟურნალმა როლინგ სტოუნი - ყველა დროის 100 საუკეთესო ვოკალისტის სიის #64 პოზიციაზე. გამოცემამ Roadrunner ექსლი დაასახელა მეტალის ისტორიის ჯგუფები 50 საუკეთესო ლიდერის სიის #4 პოზიციაზე.[2][3] რესურსმა Musicradar მას 2010 წელს უწოდა ყველა დროის #1 წამყვანი ვოკალისტი.