ენ ჰეთეუეი
From Wikipedia, the free encyclopedia
ენ ჟაკლინ ჰეთეუეი (ინგლ. Anne Hathaway; დ. 12 ნოემბერი, 1982), ცნობილი როგორც ენ ჰეთეუეი — ამერიკელი მსახიობი. მისი დებიუტი შედგა 1999 წლის ტელესერიალში „გახდი ნამდვილი“, თუმცა ცნობილი გახდა დისნეის საოჯახო კომედიაში „პრინცესას დღიურები“ (2001) ჯულია ენდრიუსთან ერთად.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ენ ჰეთეუეი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ენ ჰეთეუეი | |
---|---|
დაბადების სახელი | ენ ჟაკლინ ჰეთეუეი |
დაბადების თარიღი |
12 ნოემბერი, 1982 (1982-11-12) (41 წლის) ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1999-დან დღემდე |
ოსკარი |
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში |
BAFTA |
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში |
2008 წელს მონაწილეობა მიიღო ფილმში „რეიჩელი ქორწინდება“, რისთვისაც ოსკარზე იყო ნომინირებული საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში. 2012 წელს ითამაშა კრისტოფერ ნოლანის ფილმში „ბნელი რაინდი: აღზევება“, ასევე ტომ ჰუპერის ფილმში „საბრალონი“, სადაც ფანტინის როლი განასახიერა; ამ უკანასკნელისათვის ოსკარის 85-ე დაჯილდოებაზე მიიღო ოსკარი საუკეთესო ქალი მსახიობისათვის მეორეხარისხოვან როლში.