ემა რობერტსი
From Wikipedia, the free encyclopedia
ემა როუს რობერტსი (ინგლ. Emma Rose Roberts; დ. 10 სექტემბერი, 1991)[1] — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა 2001 წლის ფილმში „კოკაინი“ (ინგლ. Blow), რომელშიც ქრისტინა ჯანგის როლი შეასრულა. ამის შემდეგ მან განასახიერა ედი სინგერი Nickelodeon-ის 2004-2007 წლების ტელესერიალში „Unfabulous“. 2005 გამოუშვა თავისი პირველი ალბომი „Unfabulous and More“. ამის შემდეგ რობერტსი გადაიღეს ფილმებში: „აქვამარინი“ (ინგლ. Aquamarine; 2006), „ნენსი დრიუ“ (ინგლ. Nancy Drew; 2007), „ველური ბავშვი“ (ინგლ. Wild Child; 2008), „ძაღლების სასტუმრო“ (ინგლ. Hotel for Dogs; 2009), „ვალენტინობის დღე“ (ინგლ. Valentine's Day; 2010), „ეს ამბავი ძალიან სახალისოა“ (ინგლ. It's Kind of a Funny Story; 2011), „საშინაო დავალება“ (ინგლ. The Art of Getting By; 2011) და სხვა.
ემა რობერტსი | |
---|---|
ემა რობერტსი 2016 წლის San Diego Comic-Con-ზე | |
დაბადების სახელი | ემა როუს რობერტსი |
დაბადების თარიღი |
10 სექტემბერი, 1991 (1991-09-10) (32 წლის) ნიუ-იორკი |
ეროვნება | ამერიკელი |
მოქალაქეობა | აშშ |
საქმიანობა | მომღერალი, მსახიობი |
აქტიური | 2001-დღემდე |
პარტნიორ(ებ)ი | გარეტ ჰედლანდი |
მშობლები |
მამა: ერიკ რობერტსი დედა: კელი კანინგჰამი |
ნათესავები | ჯულია რობერტსი |
ამ მომენტიდან რობერტსი დაინტერესდა ზრდასრული პერსონაჟების შესრულებით და მონაწილეობა მიიღო ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: „დიდებული ცხოვრება“ (ინგლ. Lymelife; 2008), „4.3.2.1“ (2010), „კივილი 4“ (ინგლ. Scream 4; 2011), „ზრდასრული სამყარო“ (ინგლ. Adult World; 2013), „ჩვენ მილერები ვართ“ (ინგლ. We're the Millers; 2013), „პალო ალტო“ ინგლ. Palo Alto; 2013), „თებერვალი“ (ინგლ. The Blackcoat's Daughter; 2015), „ნერვი“ (ინგლ. Nerve; 2016), „ვინ ვართ ჩვენ ახლა“ (ინგლ. Who We Are Now; 2017), „სამოთხის გორაკები“ (ინგლ. Paradise Hills; 2019) და „დღესასწაული“ (ინგლ. Holidate; 2020). რობერტსმა დიდი აღიარება მოიპოვა საშინელებათა ჟანრის ტელესერიალით „ამერიკულ საშინელებათა ისტორია“ (ინგლ. American Horror Story; 2013-დღემდე). ასევე მან მთავარი როლი შეასრულა კომედიურ-საშინელებათა სერიალში „კივილის დედოფლები“, (ინგლ. Scream Queens; 2015-2016 წწ).