დღის ზმანება
From Wikipedia, the free encyclopedia
დღის ზმანება — ადამიანის მიერ მოკლევადიანი გამოთიშვა მისი უშუალო გარემოდან, რომლის განმავლობაში პიროვნების კონტაქტი რეალობასთან ერთობ ბუნდოვანი ხდება და ნაწილობრივ ჩანაცვლდება ვიზუალური, ხილული ფანტაზიით, განსაკუთრებით, ბედნიერი, სასიამოვნო ფიქრებით, იმედებით ან ამბიციებით, რომლებიც თითქოს უნებლიედ ესტუმრნენ ფხიზელად ყოფნის დროს. დღის ზმანების მრავალი ფორმა არსებობს და არ არის რაიმე შეთანხმებული განსაზღვრება ფსიქოლოგებს შორის მის თაობაზე, თუმცა დღის ზმანების ყველა ფორმას აერთიანებს ისეთი მახასიათებელი, როგორიცაა საშუალო ხარისხის გამოთიშვა გარემოდან.