დიკ ევანზი
From Wikipedia, the free encyclopedia
რიჩარდ „დიკ“ ევანზი — მუსიკოს დეივ ევანზის (The Edge-ის), როკ-ჯგუფ U2-ს გიტარისტის წევრის ძმა.
დიკ ევანზი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | რიჩარდ გ. ევანზი |
დაბ. თარიღი | 1950-იანები |
დაბ. ადგილი | ბარკინგი, ესექსი, ინგლისი, ბრიტანეთი |
წარმოშობა | დუბლინის საგრაფო, ირლანდია |
ჟანრ(ებ)ი | არტ-როკი, პოსტ-პანკი, ალტერნატიული როკი |
საქმიანობა | მუსიკოსი |
ინსტრუმენტ(ებ)ი | გიტარა |
აქტიური | 1976–დღემდე |
დიკ ევანზი ვიკისაწყობში |
U2-ს პირველ შემადგენლობაში, რომელსაც "The Hype" ერქვა[1][2], ძმები უკრავდნენ ერთსა და იმავე გიტარაზე, რომელიც შინაურ პირობებში დაამზადეს[3]. ეჯი მუსიკოსის კარიერის არჩევას მიაწერს ძმის მხრიდან გავლენას.
The Hype თავისი არსებობის მცირე პერიოდის შემდეგ გარდაქმნილი იქნა. მუსიკოსები შეთანხმდნენ, რომ სამი გიტარისტი (ძმები და ბონო) უკვე ზედმეტია. უკანასკნელი კონცერტი ამ შემადგენლობით გაიმართა ჯერ The Hype-ს სახელით, შემდეგ კი - დიკის გარეშე, U2-ს სახით.
აღნიშნული კონცერტის შემდეგ დიკმა დატოვა U2 და ყურადღება სწავლაზე გადაიტანა. მოგვიანებით ის გახდა ჯგუფების The Virgin Prunes[4][5] და The Screech Owls წევრი.[6]
უკანასკნელ პერიოდში მან წვლილი შეიტანა ახალი ირლანდიური მუსიკის ფესტივალში Snakes & Ladders, რომლის კურატორი არის The Virgin Prunes-ის ყოფილი წევრი, დენიელ ფიგიზი. [7]