დასავლეთსლავური ენები
From Wikipedia, the free encyclopedia
დასავლეთსლავური ენები რიცხობრივად სამი მთავარი და რამდენიმე მცირე ენისაგან შედგება, პოლონური, ჩეხური და სლოვაკური განვითარებული სალიტერატურო ენებია.
- სორბული ენა (იგივე ლაუზიცური, ან ლუჟიცური, ან ვენდური)
- კაშუბური ენა
- სლოვინცური ენა
- პოლაბური ენა
დასავლეთსლავური ენები თავის მხრივ იყოფა სამ - ჩრდილოურ, საშუალო და სამხრეთულ ჯგუფად.
- 1. (დასავლეთსლავური ენების) ჩრდილოურ ჯგუფში შედის პოლონური, ელბისა და ბალტოსლავური ენები, რომელთაგან მხოლოდ კაშუბური არის შემორჩენილი, ხოლო სლოვინცური და პოლაბური გამქრალი ენები. პოლონეთში კაშუბურ ენას პოლონური ენის დიალექტად მიიჩნევენ, რის გამოც იგი მოკლებულია სახელმწიფოებრივ მზრუნველობას და გაქრობის პირასაა მისული.
- 2. (დასავლეთსლავური ენების) საშუალო (ანუ სორბულ) ჯგუფში შედის ზემო და ქვემო სორბული ენები. ამ ენებსაც სხვა ენასთან (გერმ. ენა) ერთად უწევთ არათანაბარ პირობებში თანაარსებობა, რის გამო გაქრობის გზაზე დგანან.
- 3. (დასავლეთსლავური ენების) სამხრეთულ ჯგუფში შედის ჩეხური და სლოვაკური ენები, რის გამოც ამ ენებს ჩეხურ-სლოვაკური ენების ჯგუფსაც უწოდებენ.