გრინპისი
From Wikipedia, the free encyclopedia
გრინპისი (ინგლ. Greenpeace „მწვანე მშვიდობა“) — საერთაშორისო საზოგადოებრივი ბუნებისდამცველი ორგანიზაცია, დაარსდა კანადაში 1971 წელს.
გრინპისი Greenpeace | |
---|---|
ინგლ. Greenpeace | |
შეიქმნა | 1971. ვანკუვერი, ბრიტანეთის კოლუმბია, კანადა |
ტიპი | საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია |
მიზანი | ბუნების დაცვა |
ემსახურება რეგიონს | ყველა ქვეყანაში |
დამფუძნებელი (-ები) | Irving Stowe, Dorothy Stowe, Jim Bohlen, Paul Côté, Robert Hunter და Ben Metcalfe |
https://www.greenpeace.org/international/ |
მისი ძირითადი მიზანია გლობალური ეკოლოგიური პრობლემების მოგვარება, მათზე საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიქცევის გზით. გრინპისი ცდილობს შეცვალოს ადამიანების დამოკიდებულება, დედამიწის ბუნებრივი სიმდიდრეების მიმართ. გრინპისი არსებობს მხოლოდ მომხრეების და კერძო საქველმოქმედო ფონდების შემოწირულობის ხარჯზე, პრინციპულად არ იღებს ფინანსურ დახმარებას, სახელმწიფო, კომერციული სტრუქტურებისგან და პოლიტიკური პარტიებისგან. გრინპისი დღესდღეობით არის ძლიერი საერთაშორისო ძალა, რომელიც 2,5 მილიონი ადამინის მხარდაჭერას ეყრდნობა. გრინპისი მიზნების მიღწევის დროს არ იყენებს არავითარ აგრესიას, მისი პროტესტი მხოლოდ მშივიდობიანი მეთოდებით არის გამოხატული. გრინპისში სამუშაო მიმართულებებს კომპანიები ჰქვია.