გრეის ანატომია
From Wikipedia, the free encyclopedia
„ჰენრი გრეის ადამიანის სხეულის ანატომია“ (ცნობილი, როგორც უბრალოდ: „გრეის ანატომია“) — ინგლისურენოვანი ანატომიის სახელმძღვანელო, ფართოდ აღიარებული, როგორც კლასიკური ნაშრომი ამ საგანში.
სწრაფი ფაქტები „გრეის ანატომია“, ავტორი ...
„გრეის ანატომია“ | |
---|---|
Henry Gray's Anatomy of the Human Body | |
20-ე ამერიკული გამოცემის საწყისი გვერდი (1918) | |
ავტორი | ჰენრი გრეი |
ილუსტრატორი | ჰენრი ვანდაიკ კარტერი |
ქვეყანა | ინგლისი |
ენა | ინგლისური |
თემა | ანატომია |
გამომცემელი | John William Parker |
გამოცემის თარიღი | 1858 |
გვერდი | 794 |
მომდევნო | Gray's Anatomy for Students |
დახურვა
თავდაპირველად წიგნი გამოიცა სახელწოდებით „გრეის ანატომია — აღწერითი და ქირურგიული თეორია“ ინგლისში, 1858 წელს. ხოლო მომდევნო წელს კი აშშ-ში. გრეის გარდაცვალების შემდეგ წიგნზე მუშაობა განაგრძეს სხვა სპეციალისტებმა. მას შემდეგ გამოვიდა უამრავი ხელახალი გამოცემა. 2008 წლის 26 სექტემბერს შედგა წიგნის 40-ე ბრიტანული საიუბილეო გამოცემა პროფესორ სიუზან სტანდრინგის რედაქციით. 2015 წლის სექტემბერში შედგა წიგნის 41-ე გამოცემა.[1]