გილერმო დელ ტორო
From Wikipedia, the free encyclopedia
გილერმო დელ ტორო გომესი (ესპ. Guillermo del Toro Gómez (ესპანური წარმოთქმა: [ɡiˈʝeɾmo ðel ˈtoɾo]; დ. 9 ოქტომბერი, 1964) — კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელი მექსიკელი კინორეჟისორი, სცენარისტი, პროდიუსერი, რომანების ავტორი. კინოკარიერის პერიოდში შექმნა ბნელი ფენტეზის ჟანრის რამდენიმე ნამუშევარი, მაგალითად — გოთიკურ საშინელებათა ფილმი „ეშმაკის ხერხემალი“ (2001), „ფავნის ლაბირინთი“ (2006) და „წყლის ფორმა“ (2017), ისევე, როგორც უფრო უფრო ტრადიციული ჟანრის ამერიკული ფილმები — „ბლეიდი II“ (2002), ზებუნებრივი ჟანრის სუპერგმირული „ჰელბოი“ (2004), მისი გაგრძელება „ჰელბოი: ოქროს არმია“ (2008) და სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმი „წყნარი ოკეანის ტიტანები“ (2013).
გილერმო დელ ტორო | |
---|---|
დელ ტორო 2015 წლის სიდჟესის კინოფესტივალზე-ზე | |
დაბადების სახელი | გილერმო დელ ტორო გომესი[1] |
დაბადების თარიღი |
9 ოქტომბერი, 1964 (1964-10-09) (59 წლის) გვადალახარა, ხალისკო, მექსიკა |
რეზიდენცია | აგურა-ჰილზი, კალიფორნია, აშშ |
მოქალაქეობა | მექსიკა |
საქმიანობა | კინორეჟისორი, პროდიუსერი, სცენარისტი, მწერალი |
მეუღლე(ები) | ლორენცა ნიუტონი (იქ. 1986) |
შვილ(ებ)ი | 2 |
ხელმოწერა |
გარდა რეჟისორული მიმართულებისას, დელ ტორო არის აქტიური პროდიუსერი. ამ მხრივ, მის წარმატებულ ფილმებს შორის არის „ბავშვთა სახლი“ (2007), „ჯულიას თვალები“ (2010), „ბიუტიფული“ (2010), „კუნგ-ფუ პანდა 2“ (2011), „ჩექმებიანი კატა“ (2011) და „დედა“. თავდაპირველად იგი უნდა ყოფილიყო კინოტრილოგია „ჰობიტის“ რეჟისორი, თუმცა პროექტი დატოვა სხვა ფილმებზე მუშაობის გამო. მიუხედავად ამისა, იგი აღნიშნულია ფილმების ტიტრებში, როგორც სცენარის თანაავტორი.
დელ ტოროს ნამუშევრებში არის გამოკვეთილი კავშირი ზღაპრებთან და საშინელებათა ჟანრთან, ვიზუალური ან პოეტური სილამაზის ელემენტებით.[2] იგი გატაცებულია ურჩხულებით, რომლებსაც თვლის დიდი ძალაუფლების სიმბოლოდ.[3] დელ ტორო ცნობილია თავის ნაშრომებში მწერების და რელიგიური სიმბოლოების, კათოლიციზმის და მანკიერების, მიწისქვეშა სამყაროების და მექანიზმების, პრაქტიკული სპეციალური ეფექტების, დომინირებადი ყვითელი ნათების გამოყენებით. მის ფილმებში ხშირად თამაშობენ რონ პერლმანი, დაგ ჯოუნსი და ფედერიკო ლუპი.[4][5] დელ ტოროს მეგობრები არიან მექსიკელი რეჟისორები, ალფონსო კუარონი და ალეხანდრო გონსალეს ინიარიტუ. ამ სამს უწოდებენ „კინოს სამ ამიგოს“.[6]