ბრემენის კუნსტალი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრემენის კუნსტალი — ხელოვნების მუზეუმი, ბრემენში, გერმანიაში. ის მდებარეობს ბრემენის ძველ ქალაქთან ახლოს. აშენდა 1849 წელს, გაფართოვდა 1902 წელს არქიტექტორ ედუარდ გილდემეისტერის მიერ. ამის შემდეგ გაფართოვდა კიდევ რამდენჯერმე, მათ შორის 2011 წელს. 1977 წლიდან შენობა გერმანიის შენობების მემკვიდრეობის ნაწილია.[1]
დაარსდა | 1823 |
---|---|
მდებარეობა | ბრემენი, გერმანია |
ტიპი | სამხატვრო მუზეუმი; ისტორიული ძეგლი |
ვებ-საიტი | www.kunsthalle-bremen.de |
მუზეუმში დაცულია მე-14 საუკუნიდან დახატული ევროპული ნახატების კოლექცია, მე-16 საუკუნიდან 21-ე საუკუნის ჩათვლით შექმნილი ქანდაკებები და ახალი მედიის კოლექცია. მათ შორისაა მე-19 და მე-20 საუკუნეების ფრანგული და გერმანული ნახატები, მათ შორის კლოდ მონეს, ედუარდ მანესა და პოლ სეზანის მნიშვნელოვანი ნამუშევრები, ლოვის კორინთის, მაქს ლიბერმანის, მაქს ბექმანისა და პაულა მოდერსონ-ბეკერის ძირითადი ნახატები. ახალი მედიის განყოფილებაში წარმოდგენილია ჯონ კეიჯის, ოტო პიენის, პიტერ კამპუსის, ოლაფურ ელიასონის და ნამ ჯუნ პაიკის ნამუშევრები. ბეჭდვისა და ნახატების დეპარტამენტს აქვს 220,000 ხელნაწერი, რომლებიც თარიღდება მე-15 და მე-20 საუკუნეებით. კუნსტალის ერთ-ერთი უდიდესი ხელნაწერთა კოლექცია აქვს ევროპაში.[2]
ბრემენის კუნსტალს მართავს არაკომერციული ბრემენის ხელოვნების საზოგადოება,Kunstverein Bremen. არის ერთადერთი გერმანული მუზეუმი, რომელშიც დაცულია მე-14 საუკუნიდან 21-ე საუკუნამდე შექმნილი ნახატები თუ კოლექციები და რომელიც ჯერ კიდევ კერძო საკუთრებაშია.[3]