ბრაიან გრეიზერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბრაიან გრეიზერი (ინგლ. Brian Grazer; დ. 12 ივლისი, 1951, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი კინო და ტელეპროდიუსერი. 1986 წელს რონ ჰოვარდთან ერთად დააფუძნა Imagine Entertainment. მათ მიერ გამოშვებულმა ფილმებმა 13 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს. თავად გრეიზერის გამოშვებულმა ტელე და კინონამუშევრებმა ჯამში ოსკარის 43 და ემის 131 ნომინაცია მიიღეს. 2007 წელს ჟურნალმა Time Magazine გრეიზერი დაასახელა მსოფლიოს 100 გავლენიან პიროვნებას შორის.
სწრაფი ფაქტები ბრაიან გრეიზერი, დაბადების სახელი ...
ბრაიან გრეიზერი | |
---|---|
დაბადების სახელი | ბრაიან ტომას გრეიზერი |
დაბადების თარიღი |
12 ივლისი, 1951 ლოს-ანჯელესი, აშშ |
რეზიდენცია | სანტა მონიკა, კალიფორნია |
საქმიანობა | პროდიუსერი |
აქტიური | 1978-დღემდე |
ოსკარი | 2001 — ბრწყინვალე გონება |
ოქროს გლობუსი | 2001 — ბრწყინვალე გონება |
დახურვა