ბი მილერი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბეატრის ანიკა მილერი (ინგლ. Beatrice Annika Miller; დ. 7 თებერვალი, 1999, მეიპლვუდი, ნიუ-ჯერსი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. კარიერის დასაწყისში ხელი მოაწერა კონტრაქტს Hollywood Records-თან. სადებიუტო EP „Young Blood“ გამოვიდა 2014 წელს, ხოლო სადებიუტო ალბომი Not an Apology გამოვიდა 2015 წლის 24 ივლისს. 2016 წელს გამოვიდა სინგლი „Yes Girl". 2017 წელს მილერმა გამოუშვა სამი EP: Chapter One: Blue, Chapter Two: Red და Chapter Three: Yellow. მუსიკოსმა 2018 წელს გამოუშვა მეორე სტუდიური ალბომი, Aurora.
ბი მილერი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ბეატრის ანიკა მილერი |
დაბ. თარიღი | 7 თებერვალი, 1999 (1999-02-07) (25 წლის) |
დაბ. ადგილი | Maplewood |
წარმოშობა | მეიპლვუდი, ნიუ-ჯერსი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | პოპ-როკი, პოპი |
საქმიანობა | მომღერალი, მსახიობი |
აქტიური | 2008 - დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | beamiller.com |
ბი მილერი ვიკისაწყობში |
2018 წელს NOTD-თან ერთად გამოუშვა სინგლი „I Wanna Know". ნამუშევარი ტოპ 20-ში გავიდა ავსტრალიაში, ბელგიასა და ნორვეგიაში. 2019 წელს გამოვიდა სინგლები „It's Not U It's Me", „Feel Something", „Feels Like Home" და „Never Gonna Like You". მან კონტრაქტი გააფორმა Olliebear Records-სა და Create Music Group-თან 2019 წლის ნოემბერში და გამოუშვა სინგლი „That Bitch".
2020 წლის ოქტომბერში Hollywood Records-ის ეგიდით გამოუშვა სინგლი „Wisdom Teeth". მუსიკოსის ახალი სინგლი EP „Elated!“ გამოვიდა იმავე წლის 23 ოქტომბერს.