ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი (ინგლ. Global Biodiversity Information Facility; აბრევ. GBIF) — საერთაშორისო ორგანიზაცია და ინტერნეტ-საიტი, რომელიც აგროვებს ინფორმაციას მსოფლიოს ბიომრავალფეროვნებაზე. ორგანიზაციის მიზანია დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ყველა ცნობილ ფორმასთან ღია წვდომის უზრუნველყოფა.[2]
ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი | |
---|---|
ოფიციალური ლოგო | |
საიტი | gbif.org |
კომერციულობა | არა |
საიტის ტიპი | ბიომრავალფეროვნება, ბუნებისმეტყველება |
რეგისტრაცია | არჩევითი |
ხელმისაწვდომი ენა | ინგლისური |
გაეშვა | 2001; 23 წლის წინ (2001) დანია[1] |
ამჟამინდელი სტატუსი | აქტიური |
მუზეუმები, ჰერბარიუმები და ა.შ. — ეს ის სამეცნიერო დაწესებულებებია, რომლებისგანაც აგროვებს პირველად ცნობებს მსოფლიოს ბიომრავალფეროვნებაზე.[3] GBIF-ის საინფორმაციო სერვისების მიერ ერთიან პორტალზე გამოქვეყნებული ეს მონაცემები მოიცავენ ცნობებს მცენარეების, ცხოველების, სოკოებისა და მიკრობების შესახებ, აგრეთვე ტაქსონომიურ მონაცემებს, დასახელებებისა და სამეცნიერო სინონიმების ჩათვლით.
GBIF თანამშრომლობს რიგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: Catalogue of Life, Biodiversity Information Standards, Consortium for the Barcode of Life (CBOL), სიცოცხლის ენციკლოპედია (EOL) და Global Earth Observation System of Systems (GEOSS).
2002-2018 წლებში ორგანიზაცია გასცემდა პრესტიჟულ ყოველწლიურ საერთაშორისო პრემიას „Ebbe Nielsen Prize“. 2018 წლიდან გასცემს ორ ყოველწლიურ პრემიას — „GBIF Ebbe Nielsen Challenge“ და „Young Researchers Award“.[4]