ბიზანტიური სომხეთი
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიზანტიური სომხეთი ან დასავლეთ სომხეთი[1][2][3] — ბიზანტიის იმპერიის სომხური ნაწილი, რომელიც იმპერიის აღმოსავლეთით მდებარეობდა.
ბიზანტიური სომხეთი | ||||
| ||||
---|---|---|---|---|
ბიზანტიური სომხეთი (387-536) | ||||
დედაქალაქი | სივასი მალათია ერზურუმი | |||
ენა | სომხური ბერძნული | |||
რელიგია | სომხური მართლმადიდებლობა ბერძნული მართლმადიდებლობა | |||
ბიზანტიისა და სასანიდების იმპერიებმა სომხეთი ორად გაყვეს 387 წელს. აღმოსავლეთ ნაწილს სასანიდები აკონტროლებდნენ, დასავლეთს კი ბიზანტიელები. ანისის სამეფოს შექმნის შემდეგ, სომხეთის ისტორიული ნაწილები და სომხების მიერ დაკავებული ახალი ტერიტორიები, მაინც ბიზანტიის იმპერიის მიერ იმართებოდა.
სომხეთს არ ჰყავდა წარმომადგენლები ქალკედონის საეკლესიო კრებაზე. თუმცა 451 წელს სომხების აჯანყებამ სასანიდების იმპერიის წინააღმდეგ, გააღვივა კავშირი სომხურ და ბიზანტიურ ქრისტიანობას შორის[4].
ბევრმა სომეხმა წარმატებას მიაღწია ბიზანტიის იმპერიაში, ბევრი იმპერატორი იყო ეთნიკურად სომეხი ან ნახევრად სომეხი. ყველაზე გამოჩენილი მაგალითია იმპერატორი ჰერაკლე, რომლის მამა სომეხი იყო, დედა კი კაბადოკიელი. ჰერაკლემ სათავე დაუდო ჰერაკლიანების დინასტიას. კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელია ბასილ I, რომელმაც სათავე დაუდო მაკედონელთა დინასტიას. ასევე აღსანიშნავია რომანოზ I ლაკაპენოსი, იოანე I ციმისკე და ნიკიფორე II ფოკა.