ახლა მხედავ 2
From Wikipedia, the free encyclopedia
ახლა მხედავ 2 (ინგლ. Now You See Me 2; ასევე ცნობილი, როგორც ახლა მხედავ: აქტი მეორე) — 2016 წლის ამერიკული მძაფრ-სიუჟეტიანი თრილერის ჟანრის ფილმი, რომლის რეჟისორია ჯონ ჩუ, ხოლო სცენარის ავტორი ედ სოლომონი. ფილმი არის 2013 წლის ფილმის „ ახლა მხედავ“ გაგრძელება და „ახლა მხედავ" სერიების მეორე ნაწილი. ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: ჯესი ეიზენბერგი, მარკ რუფალო, ვუდი ჰარელსონი, დეივ ფრანკო, დენიელ რედკლიფი, ლიზი კაპლანი, ჯეი ჩოუ, სანაა ლათანი, მაიკლ კეინი და მორგან ფრიმენი. ფილმის სიუჟეტი მიჰყვება ოთხ მხედარს და მათი ლიდერის, დილან როდსის ისტორიას, რომლებიც ჩიპის მოპარვას ცდილობენ.
„ახლა მხედავ 2“ | |
---|---|
ინგლ. Now You See Me 2 | |
ჟანრი |
მძაფრსიუჟეტიანი თრილერი |
რეჟისორი | ჯონ ჩუ |
პროდიუსერი |
ალექს კურცმენი |
როლებში |
|
კომპოზიტორი | ბრაიან ტაილერი |
მწარმოებელი კომპანია |
Summit Entertainment TIK Films K/O Paper Products |
დისტრიბუტორი | Lionsgate Films |
გამოსვლის თარიღი | 10 ივნისი, 2016 (აშშ) |
ხანგრძლივობა | 129 წუთი |
ქვეყანა | ამერიკის შეერთებული შტატები |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 71.4 მილიონი აშშ დოლარი |
შემოსავალი | 334.9 მილიონი აშშ დოლარი |
2013 წლის 3 ივლისს ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ფილმი დამუშავების პროცესში იყო. გადაღებები 2014 წლის ნოემბერში დაიწყო და 2015 წლის მაისამდე გაგრძელდა. ფილმი გამოვიდა 2016 წლის 10 ივნისს, კომპანია Lionsgate-ის მიერ. ფილმს კრიტიკოსებისგან არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა, მაგრამ თანხის მხრივ მომგებიანი აღმოჩნდა. მან მსოფლიოს მასშტაბით 334 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა.