არტურ შოპენჰაუერი
გერმანელი ფილოსოფოსი / From Wikipedia, the free encyclopedia
არტურ შოპენჰაუერი (გერმ. Arthur Schopenhauer; დ. 22 თებერვალი 1788, დანციგი (ახლანდელი გდანსკი) — გ. 21 სექტემბერი, 1860 მაინის ფრანკფურტი) — გერმანელი ფილოსოფოსი-მიზანთროპი.
არტურ შოპენჰაუერი | |
---|---|
გერმ. Arthur Schopenhauer | |
დაბ. თარიღი | 22 თებერვალი, 1788(1788-02-22)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14] [15] |
დაბ. ადგილი | გდანსკი, პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობა[16] |
გარდ. თარიღი | 21 სექტემბერი, 1860(1860-09-21)[16] [1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [15] (72 წლის) |
გარდ. ადგილი | მაინის ფრანკფურტი, Free City of Frankfurt, გერმანიის კავშირი[17] |
დასაფლავებულია | ფრანკფურტის მთავარი სასაფლაო |
მოქალაქეობა | პრუსიის სამეფო |
საქმიანობა | უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოსოფოსი[15] , მწერალი[18] , მუსიკოლოგი და მთარგმნელი |
მუშაობის ადგილი | ბერლინის უნივერსიტეტი და ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | გეტინგენის უნივერსიტეტი, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და Ernestinum Gotha |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
მეუღლე | |
მამა | Heinrich Floris Schopenhauer |
დედა | იოჰანა შოპენჰაუერი |
გავლენა მოახდინეს | |
ხელმოწერა | |
მის ყველაზე ცნობილ ნაშრომს წარმოადგენს „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“ (გერმ.: Die Welt als Wille und Vorstellung), რომელშიც ის განმარტავს, რომ სამყაროს ამოძრავებს მუდმივი დაუკმაყოფილებლობა სურვილისა და მუდმივი ძიება დაკმაყოფილებისა. გააჩნდა რა გავლენა აღმოსავლური აზროვნებისა, ის შენიშავდა, რომ სიმართლე გაიაზრება ინდური საგების მეშვეობით; სწორედ ამიტომაც მისი ღვაწლი გამოსავლის ძიებაში მდგომარეობდა ორი მათგანის ვედანტიზმის და ბუდიზმის ნააზრევებში თუ გააზრებაში; მისი რწმენა ტრანსცედენტულ იდეალიზმში გახდა წყარო და მიზეზი მისი ათეიზმისა ისევე, როგორც ქრისტიანული ფილოსოფიის შესწავლისა.
როდესაც იგი 25 წლის იყო, გამოაქვეყნა სადოქტორო დისერტაცია „On the Fourfold Root of the Principle of Sufficient Reason“. მასში განიხილავდა ოთხ გამოკვეთილ ასპექტს, კვლევას, სამყაროს ფენომენალურობაზე, სწორედ ამ მიზეზით შეიძლება ითქვას, რომ განიცდიდა ფენომენოლოგიის გავლენას. მან გავლენა მოახდინა ისეთ მოაზროვნეებზე როგორებიცაა ფრიდრიხ ნიცშე[19], რიხარდ ვაგნერი, ლუდვიგ ვიტგენშტაინი[20], ერვინ შრედინგერი, ალბერტ აინშტაინი, კარლ იუნგი, ლევ ტოლსტოი, ზიგმუნდ ფროიდი, სემიუელ ბეკეტი[21], თომას მანი და სხვა.
თავისი მთავარი შრომა „სამყარო, როგორც ნება და წარმოდგენა“, შოპენჰაუერმა 30 წლის ასაკში დაწერა. 1844 წელს ამ წიგნის მეორე გამოცემა გამოქვეყნდა, განმარტებათა და შენიშვნების ახალი დანართით.