არავალი
From Wikipedia, the free encyclopedia
არავალი (ჰინ. अरावली) — ქედი ინდოსტანის ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ინდოეთში. გადაჭიმულია სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ 560 კმ-ზე, შედგება ორი ძირითადი ქედისაგან. სიმაღლე 300-900 მ. მაქსიმალური სიმაღლე 1722 მ (მთა აბუს მთა). ადმინისტრაციული თვალსაზრისით, არავალი განფენილია გუჯარათის, რაჯასტანისა და ჰარიანის შტატების ტერიტორიებზე. ჩრდილო-დასავლეთით არავალი ჰყოფს თარის უდაბნოს, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით — მალვის პლატოს. ინდოეთის უძველესი ნაოჭა ქედია. აგებულია კრისტალური ქანებით. მდიდარია ბუნებრივი რესურსებით. გაბატონებულია ნახევარუდაბნო და უდაბნო ლანდშაფტები.
სწრაფი ფაქტები არავალი ...
არავალი | |
---|---|
კოორდინატები: 25°00′ ჩ. გ. 73°30′ ა. გ. | |
ქვეყანა | ინდოეთი |
ტერიტორიული ერთეული | გუჯარათი რაჯასტანი ჰარიანა |
უმაღლესი წერტილი | აბუს მთა |
სიმაღლე | 1722 მ |
სიგრძე | 560 კმ |
სიგანე | 10-100 კმ |
დახურვა