ანტიოქიის ალყა — დიდი მასშტაბის სამხედრო კონფლიქტი 1097-1098 წლებში. მიმდინარეობდა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დროს. ანტიოქია მნიშვნელოვან ქალაქს წარმოადგენდა იერუსალიმისაკენ მიმავალ გზაზე. ჯვაროსნებისგან მომავალი საფრთხის ფონზე, ალყამდე ცოტა ხნით ადრე ქალაქის გამგებელმა დაიწყო ძალების და საკვების შეგროვება. ქალაქს იცავდა მაიური ბიზანტიური კედლები, რომლებიც წარმოუდგენელ დაბრკოლებას წარმოადგენდა, მაგრამ ჯვაროსნების ლიდერები იძულებული იყვნენ, რომ ანტიოქია ალყაში მოექციათ.
სწრაფი ფაქტები ანტიოქიის ალყა, თარიღი ...
დახურვა
21 ოქტომბერს ჯვაროსნები ჩამოდიოდნენ და ალყაში მოაქციეს ქალაქი. 29 დეკემბერს გარნიზონმა სცადა მოულოდნელი თავდასხმა, მაგრამ შედეგს ვერ მიაღწია. ხანგრძლივი ალყის შემთხვევაში ჯვაროსნებს სჭირდებოდა საკვები, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიები მთლიანად დაცლილი იყო. 31 დეკემბერს ჯვაროსანთა 20 000-მა ჯარმა დაამარცხა მუსლიმთა დამხმარე ჯარი დუქაქის მეთაურობით. ალყის გაჭიანურების შედეგად მარაგები დაცარიელდა და 1098 წლისთვის, ყოველი შვიდიდან ერთი ჯვაროსანი შიმშილით დაიღუპა. შედეგად დაიწყო დეზერტირება. მეორე დამხმარე ძალა მოვიდა რიდვან ალეპოელის მეთაურობით 9 თებერვალს. დუქაქის არმიის მსგავსად ეს არმიაც დამარცხდა. ანტიოქიაში ჯვაროსნები 3 ივნისს შეიჭრნენ, მიუხედავად იმისა ციტადელი მუსლიმი დამცველების ხელში დარჩა. 7-დან 28 ივნისამდე ქალაქში მყოფ ჯვაროსნებს კერბოღამ შემოარტყა ალყა. ქრისტიანებმა გადაწყვიტეს გარეთ გასვლა და მოალყეთა დამარცხება. მათ წარმატებით დაამარცხეს თურქები. ამის დანახვაზე ცეტადელში გამაგრებული მეციხოვნეები დანებდნენ.