ალან სილვესტრი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალან ენტონი სილვესტრი (ინგლ. Alan Anthony Silvestri; დ. 26 მარტი, 1950) — ამერიკელი კომპოზიტორი და დირიჟორი. შექმნილი აქვს მუსიკა უამრავი ფილმისა თუ ტელესერიალისთვის.
ალან სილვესტრი | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
ნამდვილი სახელი | ალან ენტონი სილვესტრი |
დაბ. თარიღი | 26 მარტი, 1950 (1950-03-26) (74 წლის) |
დაბ. ადგილი | ნიუ-იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი | კინომუსიკა |
საქმიანობა |
|
ინსტრუმენტ(ებ)ი | დასარტყამები |
აქტიური | 1972-დღემდე |
საიტი | alansilvestri.com |
ალან სილვესტრი ვიკისაწყობში |
დაიბადა ნიუ-იორკში იტალიელი და ირლანდიელი ემიგრანტების ოჯახში. გაიზარდა პატარა ქალაქ ტინეკში, ნიუ-ჯერსის შტატში.[1] დაამთავრა ტინეკის საშუალო სკოლა,[2] შემდგომში კი ბერკლის მუსიკალური კოლეჯი. ცოტა ხნით იყო ტინეკში დაფუძნებული როკ-ჯგუფ The Herd-ის დრამერი. პირველი მუსიკა ფილმისთვის დაწერა 1972 წელს, 21 წლის ასაკში.
ყველაზე მეტად ცნობილია რობერტ ზემეკისთან თანამშრომლობით. შექმნილი აქვს მუსიკა ზემეკისის შემდეგი ფილმებისთვის: „უკან მომავალში (ტრილოგია), „ვინ გაყიდა კურდღელი როჯერი“ (1988), „გარიყული“ (2000), „ფორესტ გამპი“ (1994), აგრეთვე შექმნა მუსიკა Marvel-ის კინოსამყაროს ფილმებისთვის: „კაპიტანი ამერიკა: პირველი შურისმაძიებელი“ (2011), შურისმაძიებლები“ (2012), „შურისმაძიებლები: უსასრულობის ომი“ (2018), „შურისმაძიებლები: დასასრული“ (2019). მისი სხვა ცნობილი ნამუშევრებია: „მტაცებელი“ (1987), „მტაცებელი 2“ (1990), „უფსკრული“ (1989), „სწრაფი და მკვდარი“ (1995), „სტიუარტ ლიტლი“ (1999), „მუმია ბრუნდება“ (2001), „ლილო და სტიჩი“ (2002), სერია „ღამე მუზეუმში“ (2006) და „პირველი მოთამაშე“ (2018).
მიღებული აქვს რამდენიმე ჯილდო, მათ შორის სამი სატურნი და სამი პრაიმტაიმის ემის ჯილდო, აგრეთვე ოსკარის ორი[3][4] და ოქროს გლობუსის ერთი ნომინაცია. 1995 წელს მიენიჭა ბერკლის მუსიკალური კოლეჯის საპატიო დოქტორის წოდება.[5]