ავგუსტ შლეგელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ავგუსტ ვილჰელმ შლეგელი (გერმ. August Wilhelm Schlegel, დ. 8 სექტემბერი, 1767, ჰანოვერი — გ. 12 მაისი, 1845, ბონი) — გერმანელი კრიტიკოსი, ლიტერატურის ისტორიკოსი, პოეტი, რომანტიკოსი, მთარგმნელი, ენათმეცნიერი. შედარებითი ენათმეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი. ფრიდრიხ შლეგელის ძმა.
ავგუსტ შლეგელი | |
---|---|
გერმ. August Wilhelm von Schlegel | |
დაბადების თარიღი | 8 სექტემბერი, 1767(1767-09-08)[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ჰანოვერი[6] [7] |
გარდაცვალების თარიღი | 12 მაისი, 1845(1845-05-12)[8] [1] [2] [3] [4] [5] [9] [7] (77 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ბონი[6] [7] |
დასაფლავებულია | ბონის ძველი სასაფლაო |
საქმიანობა | ენათმეცნიერი, მთარგმნელი, სანსკრიტის მკვლევარი, ფილოსოფოსი, პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი, ლიტერატურის ისტორიკოსი, რომანისტი, დრამატურგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ინდოლოგი, მწერალი[10] და ხელოვნებათმცოდნე[11] |
ენა | გერმანული ენა და ფრანგული ენა |
მოქალაქეობა | ჰანოვერის სამეფო[7] |
ალმა-მატერი | გეტინგენის უნივერსიტეტი |
ჯილდოები | ორდენი ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროებში შეტანილი წვლილისათვის |
მეუღლე | კაროლინა შელინგი |
ხელმოწერა | |
სწავლობდა გეტინგენის უნივერსიტეტში. 1798 წლიდან — იენის უნივერსიტეტის ექსტრაორდინალური პროფესორი. გერმანიის რომანტიკოსთა იენის წრის წარმომადგენელია, რომანტიზმის იდეები პირველად სისტემურად გადმოსცა ბერლინში წაკითხული ლექციების კურსში ლიტერატურისა და ხელოვნების შესახებ (1801-1804, გამოქვეყნდა 1884 წელს). ავგუსტ შლეგელის მიერ გერმანულად თარგმნილი შექსპირის ნაწარმოებები მთარგმნელობითი ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშადაა მიჩნეული.
შლეგელმა 1818 წელს დააზუსტა თავისი ძმის _ ფრიდრიხ შლეგელის შექმნილი ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია და გარკვევით გამოყო სამი ტიპი: 1. ყოველგვარ გრამატიკულ სტრუქტურას მოკლებული ენები (იგულისხმებოდა შემდეგდროინდელი ტერმინით — იზოლირებული ენები); 2. აფიქსებიანი ენები; 3. ფლექსიური ენები. მან დაადგინა აგრეთვე განსხვავება სინთეზურ და ანალიზურ ენებს შორის.