ადამიანის ჩონჩხი
From Wikipedia, the free encyclopedia
მოზრდილი ადამიანის ჩონჩხი შედგება 206 ძვლისაგან, რომლებიც ერთმანეთთან არიან შეერთებული. ზოგიერთი ძვალი სრულიად უძრავად არიან შეერთებული, მაგალითად, ქალის ძვლების შეერთება, სხვები მოძრავად ან ნახევრად მოძრავად. დაბადებისას ადამიანს 270 ძვალი აქვს, რომელთა ნაწილიც ზრდა-განვითარებისას ერთიანდება.
ძვლების მოძრავ შეერთებას სახსრები ეწოდება. ერთ-ერთ ძვალზე, რომელიც სახსარშია შენაწევრებული, ჩვეულებრივ, მოთავსებულია ღრმული - სახსარსფერო. მასში შედის მეორე შენაწევრებული ძვლის შესაბამისი ფორმის თავი. ფოსო და ძვლის თავი დაფარულია მბრიწყნავი, გლუვი, ხრტილოვანი ფენით. ეს აადვილებს ძვლის თავის ფოსოში სრიალს სახსარში მოძრაობის დროს.
სახსრის შემადგენელი ძვლები ძალიან მტკიცე იოგებით ერთდება. სახსარი ზემოდან დაფარულია სასახსრე ჩანთით. მასში მოთავსებულია სასახსრე სითხე. იგი ამცირებს ხახუნს და ხელს უწყობს ძვლის თავისუფალ მოძრაობას.